რამზან კადიროვის შვილებმა საკუთარ მწვრთვნელს დაბადების დღეზე "Porsche Panamera" აჩუქეს
რამზან კადიროვის შვილებმა საკუთარ მწვრთვნელს დაბადების დღეზე "Porsche Panamera" აჩუქეს.
ამ დღეებში ცნობილ მოჭიდავესა და საბრძოლო ხელოვნების მსოფლიოში სახელმოხვეჭილ მებრძოლს აბდულ–ქერიმ ედილოვს დაბადების დღე ჰქონდა, ის 24 წლის გახდა.
ედილოვი ამავე დროს ავარჯიშებს ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის შვილებს. თარიღი მრგვალი არ იყო და თავად ცნობილ მებრძოლს არ დაუგეგმავს დაბადების დღის აღსანიშნავად რაიმე ღონისძიების გამართვა, მაგრამ მისი დაბადების დღე შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ედილოვს არ შეეძლო ინსტაგრამში თავი არ მოეწონებინა ძვირადღირებული საჩუქრით, რომელიც მას მიუძღვნეს მისმა მოწაფეებმა, კერძოდ კი კადიროვის შვილებმა აჰმადმა, ელიმ და ადამმა.
ძმებმა საკუთარ პირად მწვრთვნელს გადასცეს ძვირადღირებული "Porsche Panamera"–ს გასაღები. აღნიშნული მანქანა კომპლექტაციის მიხედვით ექვსიდან ათ მილიონ რუბლამდე ღირს.
–მე მივიღე საჩუქარი, რომელზეც ოცნებაც კი არ შემეძლო!–ასე დაწერა ედილოვმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე. –მე ვიცი, რომ ამხელა საჩუქარი მე არ დამიმსახურებია. ჩემს ცხოვრებაში მოწაფეების სახით აჰმადის, ელის და ადამის არსებობა–ეს უკვე უდიდესი საჩუქარია ჩემთვის! მე არ შემიძლია სიტყვებს მოვუყარო თავი, რათა მათ მადლობა გადავუხადო, თუმცა სიტყვები არ კმარა მადლობის გამოსახატავად! ბიჭებს ვპირდები ყოველთვის დავუდგები გვერდით, დავუდგები მფარველად და უფროს ძმად.
ასევე "Porsche Panamera"–ს ჩუქების გამო ედილოვმა თავისი მოწაფეების მამას–რამზან კადიროვს მადლობა გადაუხადა.
ედილოვის თქმით ის კადიროვს მამად მიიჩნევს, მას თვლის მამაცობის, პატრიოტიზმის და სიყვარულის ეტალონად საკუთარი ერის მიმართ.
–თქვენმა მაგალითმა ითამაშა მთავარი როლი პიროვნებად ჩამოყალიბებაში, ასევე როგორც საბრძოლო ხელოვნებასა და სპორტში წარმატებების მიღწევაში. სიტყვას გაძლევთ–ამას არასდროს არ დაგივიწყებთ!–დაამატა ედილოვმა.
![რამზან კადიროვის შვილებმა საკუთარ
მწვრთვნელს დაბადების დღეზე "Porsche Panamera"
აჩუქეს image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201611/2016112916420910110.jpg)