რჩევები 9 ნიშანი, რომლითაც ხარისხიან ტანსაცმელს ამოიცნობთ შეძენამდე - გაითვალისწინეთ! 2016, 29 ნოემბერი, 14:13 სანამ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რომელი ნიშნების მიხედვით შეგვიძლია ხარისხიანი ტანსაცმლის ამოცნობა, აუცილებელია აღვნიშნოთ ის სამი ნიშანი, რომლებიც, გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, სულაც არ არის პროდუქციის ხარისხის გარანტი. ეს სამი რამ არის 1. ფასი; 2. ბრენდი; 3. ექსკლუზიურობა. დიახ, რა თქმა უნდა Chanel-ის პალტოს მთელი ცხოვრება ატარებთ და მასში ფულის გადახდა არ არის დასანანი, რადგან თავის ფასს ბოლო კაპიკამდე გაამართლებს. მაგრამ სხვა, საშუალო ფენისათვის განკუთვნილი მარკების შემთხვევაში მხოლოდ სახელზე დაყრდნობა საქმეს არ შველის. არადა ტანსაცმლის მაღაზიათა 90% სწორედ ამგვარ ბრენდებს უჭირავს. ზემოხსენებული სამი ნიშანი მხოლოდ მარკეტინგის ინსტრუმენტია, მაგრამ არა ხარისხის გარანტია. მაშ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ხარისხიანი ტანსაცმლის შერჩევისას? 1. ელვა შესაკრავები და ღილები ელვა შესაკრავი აუცილებლად უნდა მუშაობდეს გამართულად. თუ შეკვრა ძნელდება, შესაკრავის "თავი" კი ძალიან მყიფედ გამოიყურება, ესე იგი ფურნიტურაზე აშკარად გაკეთდა ეკონომია. ამიტომ რატომ უნდა შევიძინოთ ის, რაც რამდენიმე თვეში მაინც გაფუჭდება? ღილები და შესაკრავები მყარი და გარკვეული წონის უნდა იყოს. თუ ისინი პლასტმასისგან არის დამზადებული, ხარისხი საეჭვოა. 2. ნაქსოვის სიმჭიდროვე სანამ გასასინჯიდან გამოხვალთ და სამოსს სალაროსკენ გააქანებთ, დადეთ ხელი ქსოვილის ქვეშ და გახედეთ შუქზე - ხომ არ ლანდავს? დიდი ალბათობით, ქსოვილი, რომელიც ლანდავს, დიდხანს არ გაგიძლებთ. გამონაკლისი არც ერთი ქსოვილისთვის არ არის. 3. მასალის ბუნებრივობა დღეს ძალიან ძნელია იპოვო ტანსაცმელი, რომელიც 100%-ით ბამბისგან შედგება. მაგრამ საქმე ის არის, რომ პროცენტულად რაც მეტია ბუნებრივი ბოჭკო ქსოვილის შემადგენლობაში, მით დიდხანს გაძლებს ტანსაცმელი. გამონაკლლისს წარმოადგენს მხოლოდ ჯინსები და სავარჯიშო ტანსაცმელი. მათში, იმისათვის რომ სამოსი მოსახერხებელი იყოს, აუცილებელია სინთეტიკური მასალის გარკვეული წილი. 4. ძაფისა და ნაკერის ხარისხი ის, რაც "ნონ-სტოპის" რეჟიმით იკერება სადღაც ცზიანუს პროვინციაში მდებარე რომელიღაც ცეხში, ცხადია, ვერ იქნება მაღალ დონეზე შეკერილი. ნაკერის ხარისხზე გავლენას ახდენს შეკვეთის შესრულების სისწრაფეც და მკერავის კვალისფიკაციაც. ალბათ ახალი არავისთვის იქნება, თუ ვიტყვით, რომ სამოსზე ნაკერები არ უნდა იყოს გამწყდარი, ღილები კი მყარად უნდა იყოს მიკერებული და არ ძვრებოდეს. 5. ტესტი დაჭმუჭვნაზე გასასინჯში აუცილებლად მოჭმუჭნეთ ხელში ქსოვილი. თუ იგი მაშინვე დაიფარა ნაოჭებით, თქვენ კი არ გაქვთ დრო და ნერვები იმისათვის, რომ ყოველ დილით ჩაცმამდე ტანსაცმელი დააუთოოთ, მაშინ ეს სამოსი თქვენთვის ნამდვილად არ არის. 6. ტესტი გაჭიმვაზე ფრთხილად გაჭიმეთ ხელით ქსოვილი. თუ ამის შემდეგ ძველ ფორმას ვერ შეინარჩუნებს, ხარისხი არც თუ ისე კარგია. 7. პრინტი და ნაკერი პრინტიებიანი, განსაკუთრებით დიდ პრინტებიანი ტანსაცმლის შეკერვის ხარისხის განსაზღვრა კიდევ ერთი რამით შეიძლება: პრინტები და ნაკერები სწორად უნდა იჯდეს ერთმანეთში - სწორედ ისე, როგორც შპალერი გაკვრისას. 8. სარჩული ხარისხის ერთ-ერთი განმსაზღვრელია ასევე სარჩულიც. ისიც ასევე ყურადღებით ნაკერი უნდა იყოს, ზუსტად "იჯდეს" თავის ადგილზე და ტანსაცმლის ქვეშიდან არ "გამოდიოდეს". 9. "პეტლები" მნიშვნელოვანია ასევე ღილის "პეტლების" დამუშავების ხარისხი. მართალია ეს ნიშნები ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი და სრულიად აშკარაა, მაგრამ სწორედ ისინი გამოარჩევს ხარისხიან პროდუქტს და გვეხმარება სწორად დავხარჯოთ ფული. ასევე გაითვალისწინეთ: 1. როგორ განვასხვავოთ ნამდვილი ტყავი ხელოვნურისგან მაღაზიაშივე (!) 2. 5 "აკრძალვა" 40-ს გადაცილებული ქალბატონების გარდერობში 3. 6 მარტივი ხერხი იმისათვის, რომ უფრო მაღალი და გამხდარი გამოჩნდეთ 4. 5 რამ, რაც ფეხსაცმლის შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ - ეს ბევრმა არ იცის! 5. როგორ გავხადოთ ფეხსაცმელი წყალგაუმტარი - მარტივი მეთოდი 6395 9-ს მოსწონს 1-ს არა
|