რჩევები როგორ გავხადოთ ფეხსაცმელი წყალგაუმტარი - მარტივი მეთოდი 2015, 14 დეკემბერი, 13:59 ზამთარში, წვიმასა და თოვლში განსაკუთრებით აქტუალური ხდება ფეხების მშრალად შენარჩუნების საკითხი. ბათინკი ან ჩექმა, რომელიც რეალურად წყალს არ ატარებს, საკმაოდ იშვიათია. ხოლო ყოველდღე რეზინის ბოტების ჩაცმა, ცხადია, არც თუ სასიამოვნო გამოსავალია.
თუმცა არსებობს მარტივი გზა, რომლის საშუალებით ნებისმიერი ფეხსაცმელი - ზამთრის თუ ზაფხულის, შეგიძლიათ გახადოთ წყალგაუმტარი. ამისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ ორი რამ: ჩვეულებრივი პარაფინის სანთელი და ფენი. 1. სუფთა, მშრალ ფეხსაცმელს მთელ ზედაპირზე ვუსმევთ სანთელს. 2. გაპოხვის შემდეგ ფენის საშუალებით ვაცხელებთ წასმულ სანთელს. ამ დროს სანთელი ფეხსაცმლის ზედაპირში შეიწოვება. თუ გაუპოხავი ადგილი დაგრჩათ, ისევ წაუსვით პარაფინი და ხელახლა გაალღვეთ ფენით. და ასე შემდეგ, სანამ ფეხსაცმლის მთელი ზედაპირი არ დამუშავდება. ქვემოთ გამოსახულებლაზე მარჯვენა ფეხსაცმელი დაუმუშავებელია, მარცხენა - პარაფინით დამუშავებული. განსხვავება ადვილად შესამჩნევია: შენიშვნა: პარაფინით დამუშავება უფრო ადვილია, თუ ფეხსაცმელს წინასწარ გაათბობთ. გაითვალისწინეთ, რომ ასე დამუშავებული ფეხსაცმელი ცოტა უხეში ხდება... სამაგიეროდ წყალს აღარ ატარებს. 2668 10-ს მოსწონს
|