სხვა სკოლის სასადილოში კამერამ წარმოუდგენელი რამ დააფიქსირა - ეს ჩვენთან ალბათ არასოდეს მოხდება 2016, 29 ნოემბერი, 12:43 ![]() იაპონიაში სადილი გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ საკვების მიღება. იმას, თუ რა არის მასში ასეთი უჩვეულო, შეიტყობთ საიტამში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში ჩატარებული ვიდეო ექსკურსიიდან. გაიცანით, ეს იუია. დღეს იგი მოგვიყვება როგორ მიმდინარეობს სადილი მის სკოლაში. ![]() სკოლის სასადილოში 5 მზარეული 3 საათში ამზადებს სადილს 720 ადამიანისთვის. კარტოფილი, რომელსაც ისინი იყენებენ, მეექვსე კლასელების მიერ არის მოყვანილი სკოლის ფერმაში. ![]() დღეს სადილად არის თევზი მსხლის სოუსით (სხვათა შორის, მსხალიც სკოლის ბაღშია მოსული), პიურე, პური, ბოსტნეულის წვნიანი და რძე. ![]() მზარეულები საკვებს კონტეინერებში ანაწილებენ თითოეული კლასისთვის. ეს ყველაფერი ერთ ოთახში თავსდება. ![]() მე-4 გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეები მადლობას უხდიან მასწავლებელს ჩატარებული გაკვეთილებისთვის. ახლა სადილის დროა, რომელიც 45 წუთი გრძელდება. ზუსტად იმდენ ხანს, რამდენსაც ერთი გაკვეთილი! ![]() მოსწავლეები თეთრ ხალათებს იცვამენ, ქუდებს იხურავენ და სახეზე ნიღბებს იკეთებენ. ![]() აუცილებლად იბანენ ხელებს და იყენებენ სანიტარულ გელს. ![]() მორიგეები საკვების კონტეინერების მოსატანად მიდიან. მაგრამ სანამ წამოიღებენ, ჯერ მადლობას უხდიან მზარეულებს სადილის მომზადებისთვის. ![]() დაბალკლასელებს სადილი ამგვარი ურიკებით გადააქვთ. ![]() ეს კი ცალკე მორიგეა რძისთვის. იგი ყველას სათითაოდ ურიგებს თითო პაკეტ რძეს. ![]() აქ წვნიანს ასხამენ. ![]() სერვირების შემდეგ მორიგეები ერთმანეთს ანგარიშს აბარებენ, ვის რამდენი საკვები დარჩა. ყველამ იცის, რომ საჭმელი ტყუილად არ უნდა გადაიყაროს! ![]() მასწავლებელიც ბავშვებთან ერთად სადილობს. ტრაპეზის დაწყებამდე იგი მოსწავლეებს ესაუბრება იმ პროდუქტების წარმოშობის შესახებ, რომლებიც მაგიდაზე უდევთ. ![]() სადილის შემდეგ ბავშვები გაითვლიან, რათა გამოვლინდეს ვის უნდა შეხვდეს დარჩენილი რძე ან თევზი. გადაყრა ხომ არაფრის შეიძლება! ![]() ბავშვები რძის პაკეტებს ხსნიან, ასწორებენ და ერთად აწყობენ, შემდეგ კი იგი გადასამუშავებლად იგზავნება. ![]() ტრაპეზის შემდეგ კბილების გამოწმენდის დროა. ![]() რძის პაკეტებს კალათში ათავსებენ, წყლით რეცხავენ, ერთი დღით ტოვებენ გასაშრობად, შემდეგ კი სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე მიაქვთ, საიდანაც გადასამუშავებლად იგზავნება. ![]() ჭუჭყიანი ჭურჭელი მოსწავლეებს თავად მიაქვთ სამრეცხაოში. დაბალკლასელებს ჭურჭელი ურიკებით მიაქვთ ლიფტთან. ![]() 13:10-ზე დგება დასუფთავების დრო, რომელიც 20 წუთს გრძელდება. ბავშვები იატაკს წმენდენ კლასში, კორიდორში, ტუალეტში, გვიან ეზოს. ![]() ბავშვებს მცირე ასაკიდან ასწავლიან შრომას. მათ პატარაობიდანვე იციან, რომ პროდუქტების მოსაყვანად და, საერთოდ ყველაფრის მისაღწევად, მუშაობაა საჭირო... ასევე საინტერესოა: 1. მასწავლებლის მიერ მიცემულმა დავალებამ ბავშვების ცხოვრება შეცვალა 2. მასწავლებელმა პირველკლასელებს ქალსა და კაცს შორის განსხვავება ასე აუხსნა - იხალისეთ! 3. რატომ სწავლობენ სკოლაში ბიჭები უფრო ცუდად? - მიზეზი, რომელზეც არავინ დაფიქრებულა 4. უკანასკნელი სიტყვები ადამიანისა, რომელიც გაზის კამერაში თავის აღსაზრდელებთან ერთად შევიდა 31518 10-ს მოსწონს 1-ს არა
|