x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა შესთავაზეს ნუცა შანშიაშვილს ქმართან გაყრის სანაცვლოდ

image


მომღერალი და მსახიობი ნუცა შანშიაშვილი "ფეისბუქის" საშუალებით ამერიკაში გადახდენილ ერთი უხამსი წინადადების ისტორიას მოგვითხრობს....




"მინდა გაგიზიაროთ ამბავი, რომელიც შემემთხვა გუშინ. მთელი ცხოვრება
ვდგევარ არჩევანის წინაშე, ფული, უზრუნველყოფილი მომავალი თუ
დამოუკიდებლობა და თავისუფლება..

მოკლედ ორი დღის წინ დავდე ჩემი ახალი საჩუქარი, ულამაზესი ბეჭედი.
ბეჭდის მეპატრონემ, რომელთანაც ვმეგობრობ 10 წელია, ქალბატონმა ირინამ,
დამირეკა გუშინ და მთხოვა მივსულიყავი მასთან შეხვედრაზე სასტუმრო
მერიოტში..

ისე ადრე თუ უჩუქებიათ ძვირფასი სამკაულები ყოველთვის კონცერტის ან სპექტაკლის დროს, ამიტომ ძალიან გამიკვირდა ამ ქალმა უეცრად რატომ გამომიგზავნა ეგეთი ძვირფასი საჩუქარი.

მოკლედ მივედი მერიოტში ჩვენ საყვარელ რესტორანში, რომელიც ნელა წრიულად მოძრაობს და მთელ მანჰეტენს გადაჰყურებს.. მობრძანდა ირინაც. ქალი, რომელიც არის ერთერთი ნავთობის მაგნატის ცოლი.. რომელსაც ყავს შვილი იგორი 38 წლის .. მასაც ვიცნობ.

მოკლედ ამ ქალმა თავისი 6 ჯერ მოჭრილი ცხვირი ერთიორჯერ მოიფხანა და დაიწყო.. ჩემო ნუცოჩკა ეს ბეჭედი და სხვა მრავალი ჩემზე იყოსო.. ყველა შენს ვალს ამერიკულ ბანკებში მე დაგიფარავო და რაც მთავარია მომავალი უზრუნველყოფილი გექნებაო… და ველოდები რო მეტყვის რო მისი დაწესებულებისთვის მინიმუმ 10 უფასო კონცერტი უნდა ვაჩუქო და ჰოიიი საოცრებაა რას მეუბნება!!! თან ნაგლი ცინიკური ტონით.
image

მოკლედ ნუცოჩკა უნდა გაშორდე შენ მეუღლეს, ჩემ იგორთან ხელი მოაწერო და გავაკეთო ყველაფერი ის რასაც მიბრძანებს)))))))))…..თურმე მის შვილს ბიზნეს პრობლემების გამო სჭირდება სასწრაფოდ ამერიკის მოქალაქეობა და თან ფიქტიურად კი არ უნდა გავყვე)))))) რეალურად და დავიწყო მასთან ცხოვრება))))))))))))))))

უცბად გამხსენდა ჩემი წარსული, როგორ მაცუმბუშებდნენ ტრაკ გასიებული მდიდარი ქალები და კაცები მოსკოვში.. და როგორც ნივთს ისე მეპყრობოდნენ, მეც სხვა გზა არ მქონდა იმდენად რამდენადაც მჭირდებოდა ჩემ ხელოვნებაში დახმარება.. ეს ყველაფერი დამიდგა თვალწინ, გამწარებული წამოვხტი და გამოვედი სასტუმროდან, არც დავემშვიდობე ქალბატონს..

მერე გზაში მოვდიოდი და ვფიქრობდი, ვერ ვიტან გამომძალველ და კიდევ უფრო გამდიდრებულ გონება დაკარგულ გაღორებულ ხალხს.. მოკლედ ამჯერადაც ვარჩიე ნიუიორკის ვალები)))) და დამოუკიდებლობა პირად მონობაში ყოფნას და უზრუნველყოფილ მომავალს… მაგრამ ბეჭდის დაბრუნება უპს….დამავიწყდა....ზედმეტი ნერვიულობისგან"


image

2
760
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
760
  
2016, 26 ნოემბერი, 19:57
არ არსებოოოობს)))
0 1 2