x
image
ციცი
Mediator image
"მე დღეს მსხვერპლი ვარ და ამ სტატუსს ამიტომ ვწერ... ამდენ ხალხში გამოერევა ვიღაც უკუღმართი და "მელკი" მოღალატე..."-გია ჯაჯანიძე


image
ტელეკომპანია იმედის ტელეშოუს "სხვა რაკურსის" წამყვანს გია ჯაჯანიძეს, როგორც ჩანს გული ძალიან ატკინეს და თავის გულისტკივილს სოციალური ქსელით გამოხატავს:

"როგორ ფაფხურობენ ადამიანები, როგორ წვალობენ და როგორ იტანჯებიან.
მერე... მერე არაფერი.
სანამ მივხვდებით, "რომ არაფერი" ყველა იმას ვაკეთებთ რისი ნიჭიც მოგვეცა.
ზოგს გასაქანი არ აქვს, თორემ სიამოვნებით იქნებოდა მკვლელი და გაცხადებული ნაძირალა.
ყველაზე საშიშია ის, ვისაც დასაკარგი არაფერი აქვს.
არსებობენ ნაძირალა, იდეების ქურდები, ესეც არაფერია. თავი იმით უნდა დავიმშვიდოთ, რომ ისეთი მაგარები ვართ, ვიღაცას ჩვენი იდეები მოეწონა და თავისად უნდა გაასაღოს.
მე დღეს მსხვერპლი ვარ და ამ სტატუსს ამიტომ ვწერ, თან გულს ვიოხებ, თან ვსწავლობ და თან თქვენც გასწავლით.
არ იფიქროთ ვინმეს ვადანაშაულებდე, მე ვარ დამნაშავე. არ უნდა მქონოდა ურთიერთობა ნაძირალა ადამიანთან და ეს უსიამოვნებაც არ შემხვდებოდა. ნაძირალა რის ნაძირალაა თუ არ მოახერხა დამეგობრება და საყვარლად არ შეგიჩნდა.
ბედნიერი ვარ, რომ ასე ადვილად შემიძლია შევეგუო წყენას.
ეტყობა მიდრეკილება მაქვს ჯანმრთელი ცხოვრებისა და სიხალისისა. თანაც ვუფრთხილდები ნერვებს.
მე ხომ ძალიან მიყვარს ჩემი თავი, მე ხომ ძალიან მიყვარს ადამიანები, განურჩევლად ერისა, სქესისა, სარწმუნოებისა და ასაკისა. რა ვუყოთ, ამდენ ხალხში გამოერევა ვიღაც უკუღმართი და "მელკი" მოღალატე.
ისე რა საინტერესოა, დღეს გიორგობაა, ხატები უდევს ფეისბუქის გვერდზე, ალბათ პირჯვარიც გადაიწერა და კარგად ყოფნა ისურვა. კარგად იყოს, არ დავეძებ, კარგი გაკვეთილი კი მომცა.
ისე არ გაგიკვირდეთ ჩემგან, ამ კომენტარის გმირს რომ რამე დაჭირდეს დავეხმარები, რა თქმა უნდა ჩახუტების გარეშე და ფრთხილად."image

0
721
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
721
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0