x
image
მოზამბიკელი
ადამიანობა დაკარგული ადამიანები-“დღეს, ჩვენი საზოგადოება ჩემს თვალში მოკვდა!”

image


ცხოვრებაში ძალიან ბევრ უსამართლობასა და არასასიამოვნო სიტუაციას შევსწრებივარ, თუმცა ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რო, ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და გამოსწორებადია…
რაც დროს გადის, უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენი საზოგადოება დღითიდღე ბოროტდება, თანდათან კარგავს ადამიანურ სახეს…
შესაძლოა ეს ბევრისთვის გასაკვირი კი არა საწყენიც აღარაა, რადგან ბუნებრივად შეეგუვნენ ამ პროცესს.
დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საზიზღარი საზოგადოება ვართ!
საკუთარი თავის იქით არავინ გვახსოვს, გულსაც ვეღარაფერი გვიჩუყებს…
გაყინული სახეებითა და შეუგნებელი გონებით მივყვებით იმ გზას, რომელიც შესაძლოა სულაც არ არის ჩვენი!
ჩვენ გადავიქეცით იმ ბრბოდ, რომელმაც არ იცის, რის გამო
ქოლავს გარიყულს, რის გამო ესვრის ქვებს… ამ ბრბოში თითოეულმა მათგანმა იცის, რომ თუ გამოეყოფა, იმასაც ჩაქოლავენ, ამიტომ მის ნაწილად ყოფნას არჩევს თავის გადასარჩენად…
თუმცა ყველაზე დიდი საშინელება ის არის, რომ შეცოდების უნარი დავკარგეთ.
ის უნარი, რომელიც ადამიანობის ერთ-ერთი ძირითადი განსაზღვრელია.
დღეს, ადამიანობა დაკარგული ადამიანებით სავსე ავტობუსში, გაყინული, საბრალო მოხუცისთვის ადგილი ვერ(არ) გამოინახა!
ამაზრზენია, ამ სახეების ყურება, უძრავად მდგარი ადამიანებისა, რომლებას ოდნავ შევიწროვებაც კი ეძნელებათ, იმისთვის რომ მოხუცმა ავტობუსსში ამოსვლა და (დაჯდომას ვინ ჩივის) დადგომა შეძლოს!
დღეს, ჩვენი საზოგადოება ჩემს თვალში მოკვდა!
მეც ამ საზოგადოებაში შევდივარ, მეც ამ ავტობუსსში ვიმყოფებოდი და ცალი ფეხის დასადგამი ადგილი მოძებნის შემდეგ, რომელი ზუსტად ავტობუსის კართან მთავრდებოდა, ვერ “ვიძალავე”, რომ გაენძრიათ”ერთი ადგილები” და ცოტა გადაწეულიყვნენ!
ჩემი უსუსურობის გამო საბრალო მოხუცი გაჩერებაზე დარჩა!
სიცივეში!





mozambikeli.wordpress.com

4
716
5-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
716
  
2016, 23 ნოემბერი, 21:35
კარგით, ახლა, მთლად ნუ გადაგვისვამთ ჯვარს და ნუ გამოგვჭრით ყელს საზოგადოებას... მე, პირადად, უამრავი საამაყო მაგალითის მოყვანა შემიძლია, რადგან ყოველ დილით და საღამოს მიწევს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ არც არავიზე ნაკლები ხალხი ვართ ქართველები... ასეთი შემთხვევები კი ყველგან და ყოველთვის ხდება, ნუ გაგიტყდებათ გულები!
2016, 23 ნოემბერი, 21:09
მესმის შენი, მრავალ მსგავს სიტუაციას ვესწრები მეც, სამწუხაროდ.
2016, 23 ნოემბერი, 21:03
:( ადგილის დათმობას ვინ სთხოვდა, ავტობუსსში არ ამოუშვეს, ორი წუთის შემდეგ, მომდევნო გაჩერებაზე ახალგაზრდა გოგო ამოვიდა და მაშინღა იძალავა ერთმა ქალმა და დანარჩენებს უბიძგა, ავტობუსსში ერთი ადამიანის კი არა, სამი ადამიანის სამყოფი ადგილი გამოჩნდა, აი, მაშინ ვეღარ შევძელი ბრაზის დამალვა და მათ შეუგნებლები ვუწოდე, ხმა არავის ამოუღია... ხომ შეეძლოთ მანამდე გადაეწიათ და ის კაციც ამოეშვათ ავტობუსში... მეორე დღეა, იმ კაცის სახე არ გამომდის თვალებიდან :(
2016, 23 ნოემბერი, 20:20
სამწუხაროდ ასეა, ეს საზოგადოება კი ჩემს თვალში ზუსტად 4 წლის მოკვდა, როდესაც 7 თვის ორსული ყინვა ზამთარში ექიმთან ერთ-ერთი კონტროლის დროს (გინეკოლოგთან არა) დერეფანში 2 საათიანი ფეხზე დგომის ლოდინის შემდეგ გადავიქანცე, დაჯდომას ვის ვთხოვდი, სულ 2 სკამი იყო და იქაც მოხუცები იჯდნენ. ვეღარ გავძელი ჩემს მდგომარეობაში ასე ერთ ადგილას ფეხზე ყოფნა და თითქმის მამისტოლა კაცს, რომელიც იმ დროს შედიოდა ვიზიტზე, ძალიან დიდი მორიდებით ვთხოვე ჯერ მე შევეშვი გარკვეული მიზეზების გამო და იცი რა მითხრა? "ყველა ავად რომ ვართ, ამიტომ მოვდივართ ექიმთან შენ შემოგევლეო (ირონიული ტონით)". სახე გამერინდა და თვალში მომდგარი ცრემლები გამეყინა, მივეყუდე კედელს, ჩავიკეცე და გაოგნებულ პოზიციაში ვიყავი რამოდენიმე წუთი. (იმ მამაკაცათან შედარებით საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი, თან ორსული და იმდენი სერიოზული პრობლემები მქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, არც მჯეროდა რომ ცოცხალი დავრჩებოდი. ამიტომ მხოლოდ ასაკი არ განსაზღვრავს ვის სჭირდება დახმარება და ვის ადგილის დათმობა)
0 1 4