სხვა როგორ უნდა დავთესოთ და გავზარდოთ ჯანჯაფილი სახლის პირობებში 2016, 24 ნოემბერი, 10:32 ჯანჯაფილი, იგივე კოჭა (Zingiber) არის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე, ჯანჯაფილისებრების ოჯახიდან. ამ ოჯახში 140-მდე სახეობა არის. მცენარის სამშობლო აზიის ტროპიკული ქვეყნებია. ჩვენთვის კარგად ნაცნობი სურნელოვანი ფესვი ჰორიზონტალური მიმართულებით ვითარდება. რაც შეეხება მიწის ზედა ნაწილს – მისი სიმაღლე 1, 5 მ-მდეა, ხოლო ფოთლების სიგრძე, დაახლოებით, 20 სმ. აქვს ძალიან ლამაზი ყვავილი, მაგრამ ცოტას თუ უნახავს მისი ყვავილობა! ჯანჯაფილის ფესვი გამოიყენება კულინარიაში და მედიცინაში, ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის მცენარის ფესვით დაყენებული ჩაი და ამიტომ, მასზე დიდი მოთხოვნილება არის მთელს მსოფლიოში. დღეს ჯანჯაფილის მთავარ ექსპორტიორი ქვეყნები ინდოეთი, ჩინეთია, ინდონეზია და ავსტრალია არის. მცენარე ასევე კარგად ხარობს დას. აფრიკი ქვეყნებში, ბარბადოსზე და იამაიკაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის ქოთანშიც კარგად იზრდება და ვითარდება. ცნობილია, რომ მეზღვაურები მას მირდაპირ გემბანზე ზრდიდნენ, როდესაც შირეულ მოგზაურობაში მიდიოდნენ. იმ პერიოდში, შუაგულ ოკეანეში, ის ერთადერთი ხელმისაწვდომი საშუალება იყო მათთვის, ცინგასთან (სურავანდი) საბრძოლველად. გარდა ამისა, მას მოწამვლის შემთხვევაშიც იყენებდნენ. ჯანჯაფილის ჩარგვა ქოთანში
ვიდრე ფესვს მიწაში მოათავსებთ, 2-3 საათი თბილ წყალში უნდა ჩადოთ. შემდეგ ფესვი დაჭრათ სექციებად, ბუნებრივად გამოკვეთილ დაყოფის ზოლებზე და გადანაჭერი «მარგანცოვკის» სუსტი ხსნარით დაამუშავეთ ან ხის ნახშირის მარცვლები მიაყარეთ (პროფილაქტიკა სოკოს საწინააღმდეგოდ). ქოთნის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ფსკერის სიგანეს, რადგან, როგორც ზევით იყო აღნიშნული, ფესვები ჰორიზონტალური მიმართულებით ვითარდება. პირველ რიგში, ქოთანში სადრენაზო მასალა უნდა ჩაყაროთ, ასე – 3-5 სმ-ს სიმაღლეზე. ნიადაგი უნდა იყოს მსუბუქი, ფხვიერი: ერთმანეთში უნდა შეურიოთ ბაღის მიწა, მდინარის ქვიშა და ნეშომპალა – პროპორციებით: 2 (მიწა):1:1. უკვე დამუშავებული ფესვი მიწაში ჰორიზონტალურად ჩარგეთ, «თვალებით» ზევით. ფესვი ძალიან ღრმად არ უნდა იყოს ჩაფლული – კვირტზე მხოლოდ 2-3 სმ-ზე უნდა იყოს მიწა მიყრილი. დარგვის შემდეგ, დაასხით დიდი რაოდენობით წყალი. თუ ყველაფერს სწორედ გააკეთებთ, 2 კვირის შემდეგ, ყლორტებიც გამოჩნდება. ჯანჯაფილის მოვლა მცენარემ რომ გაიხაროს, მთავარი ადგილის სწორედ შერჩევა არის. მას სინათლე უყვარს, მაგრამ არა პირდაპირი სხივები. ადგილი თბილი (18–25 °С – არც მეტი და არც ნაკლები) უნდა იყოს, განათებული და მსუბუქად მოჩრდილული. ჯანჯაფილი – ტროპიკული მცენარე არის, ამიტომ ხშირად მორწყვა ესაჭიროება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტისმეტი არ მოგივიდეთ, თორემ დალპება. ზაფხულში უფრო მეტი წყალი უნდა დაასხათ, ვიდრე წლის ცივ პერიოდში, გარდა ამისა, მისთვის პულვილიზატორით წყლის მიშხეფებაც სასარგებლო იქნება. ყლორტების გამოჩენის შემდეგ, უნდა შეეცადოდ, რომ მცენარე მისთვის ბუნებრივად საჭირო გარემოში იყოს, ანუ რადგან ტროპიკული სარტყელის წარმომადგენელია, მისთვის აუცილებელია ნოტიო და თბილი გარემო. არ უნდა დაუშვათ მიწის გამოშრობა! რაც შეეხება ნოტიო გარემოს, დღეში რამდენჯერმე, პულვილიზატორით წყლის მისხმა, სავსებით საკმარისი იქნება. და კიდევ, არ უნდა დაივიწყოთ სასუქის შესახებ, ― ისევე როგორც სხვა მცენარეების შემთხვევაში: კალიუმი ― ზრდისთვის, ფოსფორი ― ყვავილობისთვის. და ვიდრე მცენარე იზრდება, მისი ფოთლების გამოყენება, რომელსაც ლიმონის მსგავსი გემო აქვს, სალათებში შეიძლება. და ყველაზე მთავარი... თავიდანვე განსაზღვრეთ, თუ რისთვის დარგეთ ჯანჯაფილი – ფესვის გასამრავლებლად, თუ როგორც დეკორატიული მცენარე. სწორედ ამის მიხედვით განისაზღვრება მისი არა მარტო მოვლის, დარგვის წესიც. თუ გინდათ ფესვის გაზრდა, ფოთლებს ნუ მოაჭრით – მიუშვით და გაიზარდოს. 8-9 თვის შემდეგ მცენარე ზრდას დაასრულებს და ყლორტები და ფოთლები გახმობას დიწყებს. ამის შემდეგ, მორწყვა საჭირო აღარ არის. როდესაც მიწის ზედა ნაწილი მთლიანად გახმება, შეგიძლიათ ფესვი ამოიღოთ მიწიდან, გარეცხოთ, გააშროთ და მშრალ, ბნელ ადგილზე შეინახოთ. ჯანჯაფილის ფესვის შენახვა საყინულეშიც შეიძლება – ის არ დაკარგავს სასარგებლო თვისებებს. და რამოდენიმე წლის შემდეგ, ჯანჯაფილი ულამაეს ყვავილებს ფესვიდან ამოზრდილ ყლორტებზე გაიკეთებს. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * ნატურალური სასუქი ოთახის ყვავილებისთვის * აქვს თუ არა მცენარეს ინტელექტი? 6254 8-ს მოსწონს
|