x
image
პოკაჰონტასი
ალბინოსთა საოცარი ფოტოები, რომლებიც ამ დაავადების მატარებელთა დისკრიმინაციის წინააღმდეგაა მიმართული (21 ფოტო)
ალბინიზმი გენეტიკური დაავადებების ჯგუფია, რომლისთვისაც კანის, თმის ან თვალის ფერადი გარსის პიგმენტაციის ნაკლებობა ან უქონლობაა დამახასიათებელი.

კლინიკურად იგი კანის, თმისა და თვალის ფერადი გარსის ტოტალური დეპიგმენტაციით, ბავშვის დაბადებისთანავე ვლინდება. დაავადებას თან ახლავს მზის სხივებისადმი მომეტებული მგრძნობელობა, კანის სიმშრალე, დარღვეულია ოფლის გამოყოფა, აგრეთვე, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს იმუნოდეფიციტსა და განვითარების სხვადასხვა ანომალიებს.

ალბინიზმის განკურნება შეუძლებელია, თუმცა პაციენტები კანის დასაცავად და შესანარჩუნებლად გარკვეულ ხერხებს მიმართავენ. ზოგიერთი დაავადებული სოციალურად იზოლირებული და დისკრიმინირებულია.

აფრიკის ქვეყნებში, მათ შორის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ალბინიზმით დაავადებულები განსხვავებული გარეგნობის გამო ძალადობისა და დისკრიმინაციისთვის არიან განწირულნი. ამის საფუძველი, ძირითად შემთხვევაში, ცრურწმენებია. აფრიკაში ჯადოქრებს სჯერათ, რომ ალბინოსის სხეულის ნაწილებს ზებუნებრივი ძალა აქვს. ამგვარი დამახინჯებული რწმენის საფუძველზე, ხშირად ადგილი აქვს ამ დაავადების მატარებელთა სხეულის დასახიჩრებას.


სამწუხაროდ, ხშირად ხდება, როდესაც ალბინიზმით დაავადებულ შვილებს დაბადებისთანავე ტოვებენ, ართმევენ ნორმალური განვითარების და სოციალიზაციის საშუალებას, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ მათ სკოლაში სიარულის უფლებას არ აძლევენ.

სწორედ, ამ სტიგმის წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტა ფოტოგრაფმა იმ ფოტოებით, რომლებსაც აქ წარმოგიდგენთ და რომლებიც თავისთავად გაგვიჩენს კითხვას: ნუთუ, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არ არიან და არ აქვთ უფლება ისევე იცხოვრონ, როგორც თითოეულმა ჩვენთაგანმა?!

image

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage





















0
399
2-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0