პროფილაქტიკა ნუ გაანადგურებთ ამ მცენარეს! ის ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო ბალახია 2016, 21 ნოემბერი, 12:41 მრავალძარღვა – სამკურნალო მცენარე, რომელიც იზრდება თითქმის მთელს მსოფლიოში – აფრიკაში, აზიაში ევროპაში, ამერიკასა და ახალ ზელანდიაში. საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ სხვადასხვა სამკურნალო მეთოდების დროს მისი ძლიერი თვისებების გამო. შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას, ვიტამინ K, კალციუმს და ბეტა კაროტინს.
ამ საოცარ მცენარეს გააჩნია გამოყენების ფართო სპექტრი სამედიცინო კუთხით. მრავალძარღვა როგორც პანაცეაა სხეულისთვის, ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემასთან და კანთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, მენსტრუალური სპაზმების და ართრიტის დროს.
ამ არაჩვეულებრივი მცენარის ფოთლები С ვიტამინის მაღალი შემცველობით, ეფექტურად აძლიერებს იმუნიტეტს. ამას გარდა, А ვიტამინის წყაროა, რომელიც უზრუნველყოფს თვალის ჯანმრთელობას და იცავს "ყვითელ ლაქას" დეგენერაციისგან, რომელმაც შეიძლება ადამიანი სიბრმავემდე მიიყვანოს. ეს უნივერსალური მცენარე შესაძლოა გამოყენებული იქნეს პროფილაქტიკისთვის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. როგორ მოვამზადოთ მრავალძარღვას ჩაი: 1 ს. კ. ახალი ან გამხმარი მრავალძარღვა 1 ჭ. ადუღებული წყალი 1 ჩ. კ. თაფლი მომზადების წესი: დაასხით მრავალძარღვას (ფოთოლი, თესლი, ფესვი) ადუღებული წყალი, დააფარეთ ჰერმეტულად თავსახური და და დატოვეთ 10 წუთის მანძილზე, შემდეგ გადაწურეთ. თუ ტკბილი ჩაი გიყვართ, დაუმატეთ 1 ჩ. კ. თაფლი.
ასევე დაგაინტერესებთ:
რატომ უნდა დავლიოთ დღეში 1 ჭიქა ვისკი. რა სამკურნალო თვისებები გააჩნია ამ უნიკალურ სასმელს
ნივრის ლიქიორი – კურნავს 100 დაავადებას!
9 სამკურნალო სასმელი გაციების წინააღმდეგ, რომელიც თქვენს იმუნიტეტს საგრძნობლად გააძლიერებს
ინდოეთში ამ რეცეპტს უკვდავების ელექსირს ეძახიან!
13202 14-ს მოსწონს
|