x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
9 სამკურნალო სასმელი გაციების წინააღმდეგ, რომელიც თქვენს იმუნიტეტს საგრძნობლად გააძლიერებს

ცივი სეზონის დადგომასთან ერთად, გაციებით და სხვადასხვა ტიპის ვირუსული ინფექციებით დაავადების რისკი იზრდება.


image
ავადმყოფობის საწყის ეტაპზე დასათრგუნად, სულაც არ არის საჭირო ანტიბიოტიკების გამოყენება: ამისთვის საკმარისია დროულად მივაყენოთ დარტყმა სხვადასხვა სამკურნალო სასმელით, რომელიც საუკუნეების მანძილზეა გამოცდილი.



თბილი ჩაი თაფლით და ლიმონით


თუ გაცივდით, პირველ რიგში მოამზადეთ მწვანე ჩაი, დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი და 1 ს.კ. ლიმონი. იმ მიზნით რომ ამ ორი პროდუქტის სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოთ, მდუღარეში არ გახსნათ – დააყენეთ ჩაი, 15-20 წუთის შემდეგ დაუმატეთ თაფლი და ლიმონი.


ჟოლოს ჩაი ცაცხვის ყვავილით

image


ცაცხვის გამხმარი ყვავილებით მოამზადეთ ჩაი, დაუმატეთ ჟოლოს ჩირი ან ფოთლები. დატოვეთ თავდახურული 30 წუთის მანძილზე. თუ ჯოლოს ჩირი არ გაქვთ, მისგან მომზადებული მურაბაც გამოდგება.


ასკილის ნაყენი


ასკილი რომ С ვიტამინის იდეალური წყაროა, ეს არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. 3 ს. კ. გამხმარ, დაქუცმაცებულ ასკილს დაასხით 0.5 ლ. ადუღებული წყალი და დატოვეთ თერმოსში მთელი ღამის განმავლობაში. დილით გადაწურეთ და მიიღეთ ½ ჭიქა 4-ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე.




სამკურნალო სასმელი შტოშითა და წითელი მოცვით


image
შტოში და წითელი მოცვი – უნიკალურია თავისი ბაქტერიოციდული თვისებებით. სასმელის მოსამზადებლად ორივე გახეხეთ და შეურიეთ შაქრის ფხვნილი (3:1). 2 ს.კ. მიღებულ მასას დაასხით 0, 5 ლ. თბილი წყალი.


ცხელი რძე მინერალური წყლით


თუ ხველა დაგეწყოთ, მიირთვით ცხელი რძე მინერალური წყლით. ასეთი სასმელი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ნახველის გამოდევნას.


ჯანჯაფილის ჩაი ლიმონით

image
დაგეხმარებათ ცივ შემოდგომის დღეებში, გაგიძლიერებთ იმუნიტეტს და აგიმაღლებთ შრომისუნარიანობას. 1 ჭიქა ცხელ წყალში აურიეთ 1 ს.კ. თაფლი, 1 ს.კ. ლიმონის წვენი, 0.5 ჩ.კ. ჯანჯაფილი და ცოტაოდენი დარიჩინი. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ გამხმარი პიტნის ფოთლები.


რძე ნივრით


ეს ეფექტური საშუალება დაგეხმარებათ რომ ერთ ღამეში გამოჯანმრთელდეთ. თბილ რძეში დაუმატეთ 10 წვეთი ნივრის წვენი და მიიღეთ ღამით.


ჩირის კომპოტი


გამოცდილი და ბავშვობიდან ყველასათვის კარგად ცნობილი საშუალება. ჩირის ნახარშს აქვს ორგანიზმის გამაძლიერებელი და დამამშვიდებელი ეფექტი გაციების დროს. 100 გრ. ვაშლის და მსხლის ჩირი აიღეთ, კარგად გარეცხეთ თბილ წყალში. ხარშეთ დაახლოებით 30 წთ., დაუმატეთ შაქრის ფხვნილი (3 ს.კ. 1 ლ. წყალზე), შემდეგ დაუმატეთ შავი ქლიავი, ბოლოს, ხარშვის დამთავრებამდე 5 წთ. ადრე ჩაყარეთ ქიშმიში და კურაგა. მზა კომპოტში შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონის ან ანანასის წვენი და თაფლი.


გვირილის ჩაი

image

გვირილა – მსუბუქი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. ცაცხვთან და თაფლთან კომბინაციაში წარმოადგენს კარგ ვირუსსაწინააღმდეგო საშუალებას. მომზადების წესი: აიღეთ 1 ჩ.კ. გამხმარი გვირილისა და ცაცხვის ყვავილ, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, ზემოდან დაახურეთ და 20 წუთი გააჩერეთ; ბოლოს დაუმატეთ თაფლი. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.


ასევე დაგაინტერესებთ:


თქვენს ირგვლივ ყველას გრიპი ან სურდო აქვს და არ გინდათ გადაგედოთ? მაშინ მიიღეთ ეს მარტივად მოსამზადებელი იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალება

იმუნური სისტემის გაძლიერების 10 უტყუარი საშუალება შემოდგომის სეზონზე

0
1696
11-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1696
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0