x
image
ციცი
Mediator image
"გადაწყვიტა, საკუთარი ასული შეერთო ცოლად..."-" ბავშვებს მსგავს პირუტყვობას ასწავლიან... არაფერში მჭირდება შვილები, რომლებიც მსგავს განათლებას მიიღებენ..."
image
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას ქართული ზღაპრებისა და მულტფილმების მიმართ თავისი განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. იგი მიიჩნევს, რომ კომუნისტების დროს გადაღებული და შექმნილი ზღაპრები ბავშვებზე ცუდ გავლენას ახდენს. განსაკუთრებით კი, მისი კომბლესადმი გამოთქმული სიტყვები, რომ "კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა" აიტაცეს სოციალურ ქსელში და თითქმის ყველა ზღაპრის გმირს გამოუნახეს უარყოფითი მხარეები და სახუმაროდ გაიხადეს ეს თემა.

განათლების სისტემაში რომ ბევრი რამ არის შესაცვლელი, ყველა ერთხმად თანხმდება. მართლაც და გაოცდებით ისეთი რამ შეიძლება შეგხვდეთ სახელმძღვანელოებში თუ ქართულად ნათარგმ ზღაპრებში.

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ადვოკატი თინათინ კიკნაველიძე ერთ-ერთი ზღაპრიდან ამონარიდს აქვეყნებს და აღშფოთებულია ზღაპრის სიუჟეტით:


"ეს რა ღვთის წყრომაა?!! ბავშვებს მსგავს პირუტყვობას ასწავლიან და თან ამის გამართლება ის არის რომ მეფე "ჭკუიდან შეცდა"?! კიდევ რომ ბედავენ და გეუბნებიან შვილები რომ გყოლოდა, კიდევ უფრო ბედნიერი იქნებოდიო... გმადლობთ, არაფერში მჭირდება შვილები, რომლებიც მსგავს განათლებას მიიღებენ, ასეთი ღორობისათვის ვერანაირ საპირისპირო არგუმენტს ვერ გამოვძებნიდი და მითუმეტეს იმ დროს, როდესაც ასაკობრივი აღმა-დაღმა ფრენების დროს მოზარდს ოჯახის წევრებზე მეტად ქუჩაში გამვლელების სჯერა...
ასე გააგრძელეთ და თან გონებრივ, გულობრივ, სათნოებრივ თუ სექსუალურ უმცირესობებს სდიეთ ტაბურეტკებით...
თეთრი არის ის, რაზეც შავად იწერება, შავი კი ის არის, რითიც თეთრზე იწერება... როგორც ჩანს, ძალიან ძალიან ძალიან ძნელია თეთრის და შავის გარჩევა და სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაძნელდება ეს გარჩევა მომავალში..."


image



1
554
7-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
554
  
2016, 15 ნოემბერი, 14:40
ამერიკა და ევროპა ხომ გჭირდება! მაში მასეთ შვილებსაც უნდა შეეგუო.
0 1 1