სხვა ფოტოები, რომელიც უბრალოდ თვალს ასვენებს და რამოდენიმე წამით გამოგიყვანთ გონების საზღვრებიდან (21 ფოტო) 2016, 14 ნოემბერი, 13:59 თითოეული ჩვენგანისთვის განტვირთვა ინდივიდუალურია: მუსიკა, მოგზაურობა, განმარტოება, თუ სხვა მრავალი საშუალება. თუმცა, გადატვირთული გრაფიკის გამო, ხშირად ვერ ვახერხებთ სურვილისამებრ დავგეგმოთ დღე.
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ისევე როგორც ყველასათვის ცნობილი მეთოდი, ბუნების რეალისტური ხმები და მათი ჩანაწერის მოსმენაა იდეალური საშუალება რელაქსაციისთვის, ასევე დამამშვიდებელ ეფექტს იძლევა ფოტოებიც. ოდესმე ფოტოების თვალიერებისას გიგრძვნიათ, რომ ეს აშკარად დადებითად მოქმედებს თქვენზე? დღის განმავლობაში, ჩვენს ირგვლივ უამრავი ლამაზი, სასიამოვნო, ან უბრალოდ ისეთი ადგილია, რომელიც სიმშვიდეს მოგგვრიდა, მაგრამ იმის გამო, რომ ყოველდღიურობაში ვართ ჩართულები, თვალთახედვის მიღმა გვრჩება და კადრივით ჩაგვივლის გვერდით სულ ახლოს. ხოლო, იმისათვის რომ ასეთი ადგილები კადრად დარჩეს, არსებობს ფოტოხელოვნება. პროფესიონალის მიერ გადაღებული ბევრი ფოტოა ისეთი, რომელიც ერთი შეხედვით, თითქოს სრულიად ჩვეულებრივია, რეალურად კი გონების საზღვრებიდან გამოვყავართ და სიმშვიდითა და ჰარმონიით გვავსებენ. ასე, რომ თავად სცადეთ სულ რამოდენიმე წამით მაინც მოსწყდეთ რეალობას და ამ რამოდენიმე ფოტოს მეშვეობით, უბრალოდ დაასვენოთ თვალი. 549 4-ს მოსწონს
|