x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ირინა სარიშვილი:რა ხდება ხალხო რა ჭირი შეგვეყარა ეგეთი ეგრე რამ გამოგვათაყვანა რა გვჭირს? დაანებეთ ღმერთს თავი!

image


საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად პარტია „იმედის“ ლიდერი ირინა სარიშვილი რამდნიმე საზოგადოებრივ-რელიგიურ საკითხს ეხმიანება "ფეისბუქიდან".


"ვათვალიერებ ნიუსფიდს და უკვე მერამდენედ გადავაწყდი ჯერ ჩიპიანი
პირადობის მოწმობა ავიღო თუ არ ავიღოო და ძაან კომპეტენტური სახეებით რო
უხსნიან რომელ მოძღვარს უნდა მიმართოს, მერე ვიღაც აშკარად ტოროლებიანი (ან
ტოროლას რას ვერჩი) როგორ გვამცნობს რო დიდ ბრიტანეთშია ანტიქრისტე და
ზუსტად იცის ვინცაა. ალბათ ტრამპმა გამოაგდო ამერიკიდან თორე მანამდე
ვიცოდი რო იქ იყო... რამდენიმე ხნის წინ კი ერთი ღრმად მორწმუნე ქალის წერილი ვნახე, აშშ–ს ჰოსპიტალში ბრმა ნაწლავი ამოუჭრია, მერე საქართველოში
წასვლა გადაუწყვეტია, მოძღვართან მისულა და მოძღვარს უთქვამს ეგ
ჰოსპიტალი სატანისტებისაა და შენ ბრმა ნაწლავს რიტუალისთვის გამოიყენებენო
და სანამ უკან არ დაიბრუნებ, არ გაძლევ საქართველოში დაბრუნების ნებასო.
წასულა ეს ღრმად... ქალბატონი იმ ჰოსპიტალში და მოუთხოვია დამიბრუნეთ ჩემი
ბრმა ნაწლავიო, იმათ კიდე უთქვამთ ქალბატონო ჩვენ ასეთ რუდიმენტებს
ვანადგურებთო რაც ჩვენებურად ნიშნავს შიგხოარაგაქო. ხოდა ეს ქალბატონი
საბოლოოდ დარწმუნდა რო ბრმა ნაწლავი აახიეს სატანური რიტუალისთვის თან არც
ფული გადაუხადეს არადა დიდი ფული ღირსო ბრძენებმა უთხრეს.... არ ვიცი ამის
მერე გამოუშვა მოძღვარმა საქართველოში თუ კიდე იმ სატანურ ამერიკაშია და
მეტანიებს აკეთებს. მე კიდე აქეთ გავსკდი გულზე სულ ახალთახალი ჯერ რო არ
ამტკიებია ისეთი ბრმა ნაწლავი რო ეგრე ოხრად მრჩება...
რა ხდება ხალხო რა ჭირი შეგვეყარა ეგეთი ეგრე რამ გამოგვათაყვანა რა გვჭირს???
დაანებეთ ღმერთს თავი!!!!!"


image
იხილე მსგავსი თემა:სიყალბე, რომელიც ქართულ ინტერნეტსივრცეში ვრცელდება-"მაცხოვრის საფლავს ქვა ახსნეს და ზეციდან საყვირების ხმა გაისმა"

1
866
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
866
  
2016, 12 ნოემბერი, 20:42
ფანატიზმი ფანატიზმია და ამაში ცალსახად მართალია ეს ვინმე ირინა სარიშვილი, მაგრამ მაინც არაა წესიერი ადამიანი მისი წარსული პოლიტიკური "ღვაწლიდან" გამომდინარე...
0 1 1