საქართველო შალვა ნათელაშვილი თაკო ჩარკვიანს "ფეისბუქით" პასუხობს 2016, 28 ოქტომბერი, 18:27 ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილის თაკო ჩარკვიანის იმ ბრალდებებს პასუხობს, რომელიც ამ უკანასკნელმა ტელეკომპანია " იბერიაში" გამოსვლის დროს განაცხადა. "მთელი ქართუ ფონდიდან ნაკვები "ინტილიგენცია" ავი ძაღლების ხროვასავით აუშვა ივანიშვილმა და რა თქმა უნდა პირდაპირ მომიქსია რაც, ჩემი ბედნიერებაა რადგან, არ უყვარდე მათ, გასხავდნენ ასეთი უზნეო მევერცხლეები ლაფსა და ტალახს უკვე ამქვეყნიური ცხონებაა ნებისმიერისთვის. აი ახლაც , იბერიაზე გამომეცხადა ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილი და მტრისას რაც მან დაატრიალა, უშიშროების და რუსეთის აგენტობით დაწყებული, თვითმფრინავის ბიჭების დახვრეტით გაგრძელებული, 9 აპრილის დარბევით დაფინალებული, ზვიადის და კოსტავას დასაჭერი ჩემეული ინიციატივებით დაგვირგვინებული, ზვიადისტთა დახვრეტის მოთხოვნით დამთავრებული და ბოლოს წაიკითხა მამამისის, ცნობილი პოეტის, ზრდილობიდან ცოტა შორს მდგომი ჩემდამი მოძღვნილი უკვდავი სტრიქონიც. აფერუმ თქვენს მამულიშვილობას, მართლაც, რა ჯანდაბად გინდათ ჯიბეგაფხეკილი ოპოზიცია ლეიბორისტების სახით, რა უნდა გამორჩეთ მათ. აბა რა ყველა მთავრობასთან კარგად უნდა იყო, კომუნისტებისას უნდა ცეკას და უმაღლესი საბჭოს წევრად ინებივრო და ცეკას დახურული მაღაზიებით ისარგებლო არ მოიკლო ვოლგები პრემიები, აგარაკები, უცხოეთები“ეროვნული მოძრაობის დაწყებისას პირველმა უნდა ისკუპო კომუნისტების ნავიდან და შეეცადო აფორთხდე ეროვნული ხელისუფლების გემზე საიდანაც პანჩურით მოგისვრიან და მერე უნდა დაამხო გამსახურდიას ხელისუფლება რათა ჯაბა-შევარდნაძესთან ერთად ისარგებლო ყველა ამქვეყნიური სიკეთით, ქვეყანა კი დაშალო და სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გადააგდო.მთავარია საკუთარი ოჯახი ააყვავო, აგერ ფაქტიც შევარდნაძემ დატოვა მილიარდერი სიძე ჯოხთაბერიძე, ბატონი ჯანსუღიც არ ჩამორჩა და მილიონერად აქცია საკუთარი სიძე და ასევე ძმა სატყეო დეპატამენტის შეფად აკურთხებინა მაშინ როცა მთელი ჩვენი ტყე თურქეთში გადიოდა. დღესაც ოცნების ყრილობაზე მთელი ოჯახი ბიძინას გვერდზეა წამოსკუპებული აბა მოპოვებულს შენარჩუნება და გაასმაგება უნდა. თანაც ამ სიკეთეების გასამყარებლად აუცილებელი სადღეგრძელოსავით შალვა ნათელაშვილი უნდა აგინო და რაც შეიძლება მძიმე ბრალდებები წაუყენო რასაც მბრძანებელი კარგად დაუფასებს. ისე მაინც სხვა დროს დასაზუსტებლად ვაცნობებ ჩემს დაუცხრომელ ოპონენტებს რომ, მე 9 აპრილის შემდეგ კი არა 1987 წელს ამირჩიეს პროკურატურის პარტიული კომიტეტის მდივნად ხოლო 9 აპრილის სისხლიანი კალოს შემდეგ მე დავშალე პროკურატურაში კომუნისტური ორგანიზაცია და პირველმა საბჭოთა კავშირში გამოვაცხადე ამ ორგანოს დეპოლიტიზაცია. თუ გადარჩებოდა ის იმპერია ამისათვის ტყვია არ ამცდებოდა მაგრამ, წავედი ამაზე შეგნებულად რაც, ამ ყველა მთავრობის მლოკველი ინტილიგენციისთვის, რა თქმა უნდა გაუგებარია. ასევე მე თვითმფრივნავის ბიჭების ბედს ვერ გადავწყვეტდი რადგან მაშინ ვიყავი პროკურატურის პრაქტიკანტ-სტაჟიორი. ისინი დახვრიტა ბატონი ჯანსუღის მეგობარმა ედუარდ შევარდნაძემ და მოსკოვიდან იური ანდროპოვმა. უშიშროების თანამშრომელი ვერ ვიქნებოდი რადგან ამ ორგანოებს პროკურატურა როგორც ზემდგომი ორგანო ვუწევდით ზედამხედველობას და ჩემივე ქვემდგომის მუშაკი, მით უფრო აგენტი ვერ ვიქნებოდი. ხოლო მათი აგენტების ვინაობა მათ, შორის პოეტ-ხელოვანთა წრიდან ზეპირად ვიცი თუმცა ვიცავ სამსახურებრივ ეთიკას და არ ვასახელებ არასდროს არავის. ზვიადისტები და სხვებიც დახვრეტებს მე გადავარჩინე როდესაც 1992 წლის პარლამენტში მოსვლისთანავე გავაუქმე შევარდნაძე- სამხედრო საბჭოს მიერ შექმნილი საველე ტრიბუნალები, რომლის წინააღმდეგაც არცერთ ამ წითელ ინტელიგენტს დროულად ხმა არ ამოუღია. პირიქით სწორედ ისინი ითხოვდნენ, მათ შორის საჯაროდ ტყვიით ანგარიშსწორებას პრეზიდენტის მიმდევრებზე. დიპლომატიურ აკადემიაში მოსკოვში მე ჩავირიცხე არა 9 აპრილის შემდეგ, არა შევარდნაძის რეკომენდაციით როგორც, სისინებენ ზოგიერთნი არამედ, 1985 წელს ანდრია გრომიკოს მინისტრობისას სადაც, ვიყავი ერთადერთი ქართველი, თანაც სრული ფრიადოსანი და საიდანაც რუსული დიპლომატიის უდიდეს სიმაღლეებს მთავაზობდნენ მაგრამ, მე ჩემ სამშობლოში ავირჩიე გზანი წამებისანი და არ ვნანობ. რომ არა მე მაინტერესებს ვინ ამხელდა ასეთი სისრულით ამდენ უზნეოს, გადაგვარებულს, ხალხის გამყიდველს, ქვეყნის შემსყიდველს მათ ლაქიებს. ყველა ადამიანს თავისი მისია აკისრია.მე ამ მისიას რაც დამაკისრა უფალმა ბოლომდე შევასრულებ და სულ ფეხებზე მკიდია პარლამენტის დეპუტატობაც, პრეზიდენტობაც და პრემიერობაც, ვაჭარი ინტელიგენციის აზრიც, ოლიგარ-ბანკირ ხალხის მწვალებელთა ნერვიული სისტემაც და სხვა მათებური კუჭისმიერი თუ ნივთისმიერი ღირებულებანი. უმთავრესი ღირებულება ერი და ჩვენი ხალხია, ხოლო მათი უანგარო მსახურება ყველაზე დიდი თანამდებობა და სტატუსია ამ ცოდვილ მიწაზე. სწორად გამიგეთ თუ ვინმეს დასახელებული წრეებიდან პატივს ვცემდი ეს ბატონი ჯანსუღი იყო მაგრამ რა ვქნა სამშობლოს ინტერესი ყველა ჩვენგანზე მაღლა დგას და იდგება მარად. მორალის მასწავლებლებად მაინც ნუ გადაიქცევით, საკუთარ ცოდვებს ჩვენ ნუ გადმოგვაბრალებთ და თავებს ნუ გაიანგელოზებთ. სხვა მე თქვენი რა უნდა მშურდეს გარდა, თანაგრძნობისა ეპოქის ცოდვებით დახუნძლული თქვენს მიერ განვლილი გზის გამო. p.s ისე ამ ქალბატონის მამაც, დანარჩენი ელიტასავით, დღე და ღამ იჯდა მისივე სიტყვებით მაშინდელ სამარცხვინო პროკურატურის გენერალურ პროკურორებთან, დღე კაბინეტებში, საღამოდან რესტორნებში სადაც, ისეთ დითრამბებს უძღვნიდნენ სამართალდამცავ ორგანოებს პერსონალურ სადღეგრძელოებში რომ, თვით ლენინს და მარქსს შეშურდებოდა. ჩემი ყურით მაინც არ მქონდეს მოსმენილი. სამაგიეროდ ისინი ოჯახის წევრებიანად ნარკოტიკების გაკეთებიდან ფულის შოვნამდე იყვნენ სრულიად ხელშეუხებელნი და გააზატებულნი. სამწუხაროდ ასეა დღესაც და არავითარი საბჭოთა კავშირი მათთვის არ დანგრეულა. მე კიდევ იმიტომ დავწინაურდი მართლაც ძალიან ახალგაზრდა რომ, ზოგიერთის ძმისა თუ შვილისგან განსხვავებით ნარკოტიკებზე კი არ ვიჯექი, ვკითხულობდი და ვიმარჯვებდი უმკაცრეს ინტელექტუალურ კონკურენციებში." 512 7-ს მოსწონს 1-ს არა
|