x
image
ციცი
Mediator image
"თაღლითები არ უნდა ვაპიაროთ და უფლებადამცველის სტატუსი არ უნდა მივანიჭოთ!"- ბაია პატარაია გიორგი ტატიშვილზე

image
უფლებადამცველი და ფემინისტი ქალბატონი ბაია პატარაია ტელევიზიებს თხოვნით მიმართავს, რომ ვიდრე ისეთ პიროვნებას, როგორიც არის გიორგი ტატიშვილი, წარსულში "მაცაცოს" სახელით ცნობილს ინტერვიუს ჩამოართმევენ, შემდეგი გარემოებები გაითვალისწინონ:


"გიორგი ტატიშვილმა ჩემი ყურდღება მაშინ მიიქცია, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ქორწინების წესი გაასაჩივრა. სარჩელი ბოდვაა: საერთოდ ვერ გაიგებ რეალურად ვის ემხრობა. მღვდლის დაწერილს უფრო ჰგავს, ვიდრე ადვოკატისას. მერე მოვიკითხე ეს ადამიანი და აღმოვაჩინე, რომ ესაა ერთ დროს ტრანსგენდერობას რომ იბრალებდა, ის "მაცაცო"; ესაა გია ჯაჯანიძის შოუში რომ გამოდიოდა და გეობისგან განვიკურნეო იძახდა, რომელიღაც მღვდელთან ერთად. ასევე გავარკვიე, რომ რაღაც გარემოს დაცვის სააგენტო ჰქონდა და სკოლებს ფულს სძალავდა ფაქტიურად. ახლახან ისევ გამოჩნდა - პირდაპირ რუსთავი 2-ის ეთერში მოგვევლინა უფლებადამცველად. მერე უკვე სასამართლოსთან გამართულ აქციაზეც ვიხილეთ ტრანსგენდერებთან ერთად.
მოკლედ, თაღლითები არც უნდა ვაპიაროთ, და მითუმეტეს სერიოზულად არ უნდა მივიღოთ და უფლებადამცველის სტატუსი არ უნდა მივანიჭოთ. შსს-მ ძალიან დიდი ხანია ყველაფერი იცის, მაგრამ "თანამშრომლობენ" და შესაბამისად, არავინ ამ ტიპს არ აწუხებს. ამ სტატიიდან კი ირკვევა, რომ თურმე ახალი ტალღა აქვს წამოწყებული სკოლების "დარეკეტების".
მიხარია, რომ ამ თემით ისეთი პასუხისმგებლიანი მედია დაინტერესდა, როგორიც "ლიბერალია". იქნებ ჟურნალისტურმა გამოძიებამ მაინც შემატოს სინათლე ამ ტიპის შავ-ბნელ საქმიანობას.
ტელევიზიებს კი ვთხოვ, ეს გარემოებები გაითვალისწინონ, როცა ინტევიუს ჩამოართმევენ ამ თაღლითს."
image

0
241
2-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0