x
image
პოკაჰონტასი
უმარტივესი საშუალება ყელის ნაოჭებისგან გასათავისუფლებლად

image
ქალის ასაკს პირველ რიგში ყელი გასთქვამს. ცნობილია, რომ ყელის კანი ბერდება უფრო ადრე, ვიდრე სახის კანი, ამიტომ, საჭიროა სწორად მოვუაროთ მას, რისთვისაც სულაც არაა საჭირო მივმართოთ პლასტიკურ ქირურგიას. იმისათვის, რომ გვქონდეს ლამაზი ყელი, არსებობს მრავალი შინაური საშუალებები, რომელთაც თავადაც მარტივად მოვამზადებთ.

გთავაზობთ, ერთ-ერთ ძალიან ეფექტურ რეცეპტს იმისათვის, რომ გათავისუფლდეთ ყელის ნაოჭებისაგან:

შეათბეთ ჭურჭელში მოთავსებული ცოტაოდენი მცენარეული ზეთი და თბილივე (თბილი და არა ცხელი) გაინაწილეთ ყელზე ბამბის ტამპონის მეშვეობით, ამის შემდეგ შეიხვიეთ ყელი ოთხად დაკეცილი ბამბის ქსოვილით. სასურველია, თუ ბამბის ქსოვილის ზემოდან შარფსაც შემოიხვევთ. გაიჩერეთ სახვევები დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში.
აღნიშნული პროცედურა გაიმეორეთ ყოველ საღამოს, ერთი თვის განმავლობაში. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
ნუ დაიზარებთ დაუთმოთ საკუთარ გარეგნობას დღეში ერთი საათი და მუდამ იბრწყინებთ სილამაზით.



0
23
4-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0