x
image
ციცი
Mediator image
"ერთი დის გამოგზავნილი ფულით, მეორე დისთვის ვყიდულობ საჭმელს... ჩვეულებრივი ფილმის სცენარია..."

image
ქველმოქმედი და ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" უცნაურ ამბავს აქვეყნებს, რომელიც ფილმის სცენარს მოგაგონებთ. ორი დის ისტორია, რომლებიც ერთ მამაკაცზე იყვნენ შეყვარებულნი და ორივეს მისგან ავადმყოფი შვილი ეყოლა. ერთი ევროპაშია და მდიდარია, მეორე კი საქართველოში და ძალიან უჭირს. აკა სინჯიკაშვილი ერთი დის გამოგზავნილი ფულით, მეორე დას და მის ავადმყოფ შვილს ეხმარება, თუმცა მათ ამის შესახებ არაფერი იციან. ხოლო ბიჭი, რომლის გამოც დებმა ერთმანეთთან იჩხუბეს და წლებია მის გამო აღარ აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა, გარდაცვლილია... იგი ქუჩაში მოკლეს. მაშინ ისინი ახალგაზრდები, 18-20 წლისები იყვნენ...


"რაღაცნაირი ამბავი: მოკლედ, ერთი ქალია, ემიგრანტი, აი მარტო გულები არიან ის და მისი ქმარი. ძაან ვმეგობრობთ. ფულსაც მიგზავნის ხოლმე, ონლაინში მეხმარება, ლინკებს მიგზავნის, ტელეფონის ნომრებს მიძებნის და მოკლედ რა...
ჰოდა, აქ ერთ მარტოხელა დედას ვეხმარებით ჩვენ, ავადმყოფი შვილი ჰყავს და სულ მარტოა... ვეხმარებით ჩვენ რომ საკვები და ტანსაცმელი ჰქონდეთ.
ჰოდა ამბავი: ეს ორივე ქალი დები არიან, ერთი ევროპაში მდიდარი და მეორე თბილისში, ნახევრად ბნელ სარდაფში...
ჰოდა, ბიჭის გამო იჩხუბეს თურმე ოცი და თვრამეტი წლისებმა, იმის შემდეგ ორჯერ უნახავთ ერთმანეთი სულ, ისიც ადრე. ის ბიჭი მოუკლავთ ქუჩაში, ორივე დას მისი შვილი ჰყავს და ორივეს ავადმყოფი, ეხლა კი ერთი დის გამოგზავნილი ფულით, მეორე დისთვის ვყიდულობ საჭმელს. პოსტს ვწერ ორივეს ნებართვით, ისე რომ არცერთმა არ იციან რომ მეორე დასაც ვიცნობ...
ჩვეულებრივი ფილმის სცენარია..."image
imageimage

1
70
3-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
70
  
2016, 22 ოქტომბერი, 20:18
სცენარია, ნამდვილად!
0 1 1