x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჰაეროვანი და უგემრიელესი ხაჭოს ფუნთუშები 15 წუთში. რეცეპტი ზარმაცებისთვის!

image


თუ ისე მოხდა, რომ ზედმეტი ხაჭო იყიდეთ ან იყიდეთ და დაგრჩათ, მისი გამოყენება ძალიან ჭკვიანურად შეიძლება. მაგალითად, შეგიძლიათ სუპერგემრიელი ფუნთუშები გამოაცხოთ.
რეცეპტში მოცემული ინგრედიენტების შერევით მიღებული ცომიდან 10–12 ფუნთუშა გამოდის.

image

ინგრედიენტები:

ხაჭო – 250 გრ.
კვერცხი – 2 ცალი
შაქარი – 5 ს. კ.
მარილი – 1 მწიკვი

ვანილინი – 2 გრ.
გამაფხვიერებელი – 12 გრ.
ფქვილი – 250 გრ.
რძე – 2 ს. კ.


მომზადება:


1. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი > შეურიეთ ვანილინი და მარილი > მიღებული მასა შეათქვიფეთ ხაჭოს.

2. ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი და დააცერით (ასე ფქვილი ჟანგბადით გამდიდრდება) მიღებულ მასას > მოზილეთ რბილი ცომი (ცოტა უნდა გეწებებოდეთ ხელებზე).

3. თუნუქის ფურცელზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი > წაუსვით მას ზეთი.

4. დაისველეთ ხელები ცივ წყალში > გაყავით ცომი 10-12 თანაბარ ნაწილად > გააკეთეთ გუნდები > დაალაგეთ თუნუქის ფურცელზე.

5. შედგით გამოსაცხობად, 190 °C-ე წინასწარ გახურებულ აირღუმელში 12 წუთით.

6. გამოიღეთ ღუმელიდან > საკონდიტრო ფუნჯის გამოყენებით, გადაუსვით ზემოდან რძე და მოაყარეთ შაქარი > ფუნთუშები ისევ ღუმელში შეაბრუნეთ და კიდევ 3–5 წუთი აცხვეთ.

0
848
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
848
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0