საზოგადოება "არ დაუჯეროთ აფერსიტია..."-ია ფარულავა 2016, 18 ოქტომბერი, 13:36 მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სოცაილური ქსელის "ფეისბუქის" პირად გვერდზე თავის მეგობრებს აფრთხილებს, რომ არ დაუჯერონ თუკი მის სახელს ვინმე თაღლითი და "აფერისტი" გამოიყენებს თავისი პროდუქტის რეკლამირებისათვის. კერძოდ კი ვიღაც პიროვნება, სახელად ბელა, სწორის კვების ობიექტიდან ურეკავს ია ფარულავას მეგობრებს, წონის კორექციას სთავაზობს და ეუბნება, რომ ტელეფონის ნომერი იამ მომცაო: "ვინმე ბელა, სწორი კვების ცენტრიდან ურეკავს ჩემს მეგობრებს და სთავაზობს წონის კორექციას და თან ეუბნება რომ ია ფარულავამ მომცა თქვენი ნომერი არ დაუჯეროთ აფერსიტია, რომ ურეკავენ პასუხობს რომ იამ მოგვცა ნომერი და ეწყინა რომ მისი სახელი ვახსენეთო გთხოვთ ყველამ მომწეროთ კიდევ ვის დაურეკეს??????" სტატუსმა ია ფარულავას მეგობრები ხუმრობის ხასიათზე დააყენა: "ვანო ფიცხელაური-მეც დამირეკეს, ჰაიდერბერგცემენტი იყიდა ია ფარულავამ, ლოჯი ამოაშენა და მაგარი კმაყოფილიაო... ია ფარულავა:-მართლაააა თუ ღადაობ ვანო ფიცხელაური... ვანო ფიცხელაური-მართლა. მე ვუთხარი არაა ია მასეთი ქალი, არ იზავდა მაგასთქო." " არ მიკვერს, ერთი მეუბნება, ფაჩულიამ იყიდა გუშინო, ცუდი რომ იყვეს ხომ არ იყიდიდაო. როცა ფაჩულია 2 თვის წასულია..." "ხალხს იზიდავენ მაგ ტყუილებით"... " წილში ხარ, მოვითხოვოთ..." "ისეთი საინტერესოები არიან, ეხლა ია ფარულავამ არ იცის რომ მწვადია ყველაზე კაი რომ სწორი კვებას არ მიაკითხოს..." " მოდი გავიგოთ ვინ არის და თმები დავწიწკნოთ..." "ვაახ რამდენი თაღლითა, აი ესღა გაკლდა რააა..." 497 3-ს მოსწონს 2-ს არა
|