საზოგადოება "როგორ მოპარეს მძღოლს ავტომობილი, მიქელამ და მისმა მეგობარმა?" - რეალური ისტორია ირანიდან! 2016, 18 ოქტომბერი, 13:35 ირანელი მამაკაცი თეირანიდან ისპაანში მოგზაურობდა. 14-15 საათიან გზაზე მარტოდ
მგზავრობა ცოტა არიყოს დამღლელია. მან გადაწყვიტა აეყვანა მგზავრი... 3-4 კილომეტრის შემდეგ ავტომობილი გაუჩერა გზად მიმავალ მამაკაცს. მგზავრი
უკანა სავარძელზე დაჯდა.
მძღოლი - "აბა გისმენ მეგობარო, საით შენი მგზავრობა?! მგზავრი - " მე აზრაილი(მიქელა) ვარ, შენ სიცოცხლე უნდა წაგართვა! მძღოლი დამცინავი მანევრით - "შენ ხარ აზრაილი? შენ როგორ იქნები აზრაილი?! მგზავრმა წყნარად უპასუხა - "შენ რა აქამდე ნახე აზრაილი(მიქელა)? ასე კარგად შეგიძლია მისი აღწერა? ესეიგი არ გჯერავს ჩემი ხო?" მძღოლი - "რათქმაუნდა არ დაგიჯერე! რა სისულელე და უაზრო ხუმრობაა..." მგზავრი - "კარგი! აქედან 200 მეტრში კიდევ აიყვან ერთ მგზავრს...." მოვლენები ზუსტად ისე განვითარდა, როგორც მგზავრმა უთხრა მძღოლს. 200 მეტრის მანძილის გავლის შემდეგ, მძღოლს გზაზედ მიმავალი, დაღლილ-დაქანცული კაცი შეხვდა, მძღოლმა მას მანქანა გაუჩერა, ხოლო მორიგი მგზავრი წინა სავარძელზე დაჯდა. ვაგრძელებთ, ახლა უფრო საინტერესოა! მძღოლი გვერდით მჯდომს - "აბა გისმენ, შენ ვინ ხარ? საით მიდიხარ?" გვერდით მჯდომი - "ბატონო, ქალაქის ცენტრთან ახლომახლოს გამიჩერეთ, თქვენი დიდი მადლობელი ვიქნები, მე ფელანკა მქვია" 2 წუთიანი პაუზის შემდეგ... მძღოლი გვერდით მჯდომს - "მეგობარო, ხედავ აქ უკან მჯდომს? ის მეუბნევა, რომ ვითომ აზრაილია... ხედავ... თან სიკეთეს ვუკეთებ, თან მეღადავება...ნაგავი!!!" გვერდით მჯდომი მძღოლს - "ბატონი, უკან არავინ არ არის, რას ამბობთ?! გააფთრებული მძღოლი უკან გაიხედება და გვერდით მჯდომს დაუყვირებს - "შე კაცო!!! ვერ ხედავ? ბრმა ხარ?! ხომ ხედავ იცინის!!!" გვერდით მჯდომი კიდევ ერთხელ გაიხედება უკან და მძღოლს ეტყვის - "ჩემო მეგობარო...შენ კარგად ხარ? თუ მეღადავები?!" შეშინებულ მძღოლს უცბად უკნიდან ესმის - "ხედავ?! წინ მჯდომი მე ვერც მხედავს და ვერც იგებს ჩემს ლაპარაკს!" მძღოლს სახეზე ფერი გადაუვა, მუხლები აუკანკალდება და შეშინებული ხმით ეკითხება უკან მჯდომს - "რა გინდა ჩემგან?!" უკან მჯდომი მძღოლს - "მიდი ახლა ავტომობილი ნაპირზე გაწიე, ჩადი 2 ჯერ მაინც ილოცე და შემდეგ სიცოცხლე უნდა წაგართვა!" მძღოლი დაუყონებლივ გადავა ავტომობილიდან და დაიწყებს ლოცვას. შემდეგ.... რა მოხდა შემდეგ?! რათქმაუნდა ამ ორმა მძარცველმა დრო იხელთეს და ავტომობილი გაიტაცეს! პ.ს მოვლენა განვითარდა 2005 წელს, ირანში! ნამდვილი ამბავია! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 262 7-ს მოსწონს
|