საზოგადოება "დიდი მკერდის სკანდალი" სპორტ-დარბაზში! 2016, 22 მაისი, 10:59 კანადის დედაქალაქ ოტავაში სკანდალური მოვლენა ასე განვითარდა: სექსუალურ
მკერდიანი ახალგაზრდა ქალბატონი, სახელად ჯენა ვექიო, მეუღლესთან ერთად
სპორტ-დარბაზში შევიდა! სადაც დარბაზის სხვა მოვარჯიშეებისგან ძალიან ბევრი
შენიშვნა მიიღო, აქედან გამომდინარე ჯენა ვექიომ თვალებაცრემლიანებულმა დატოვა
დარბაზი. როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, დარბაზის სხვა მოვარჯიშეებიც მეუღლეებთან ერთად იყვნენ შესულები სავარჯიშოდ. როდესაც ჯენამ გაიხადა ზედა და შეუდგა საყვარელ სპორტს, ამ მომენტში მასთან მივიდა ერთ-ერთი მოვარჯიშე ქალბატონი და მას დაუყონებლივ დარბაზის დატოვება მოსთხოვა! გაოცებულ ჯენას პირველად ყურადღება არ მიუქცევია და გაუგრძელებია ვარჯიში. რამოდენიმე წუთის შემდეგ ამჯერად ორი ქალბატონი მივიდა ჯენასთან და კვლავ გაუმეორეს: "ან წადი ნორმალური რამე ჩაიცვი... ან სასწრაფოდ დატოვეთ დარბაზი! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დაგატოვებინებთ!" - ასეთი სიტყვებით მიმართეს ქალბატონებმა ჯენა ვექიოს, რომელიც სპორტულ დარბაზში არც-ისე გამომწვევად გამოიყურებოდა. თვალებაცრემლიანებულმა ჯენა ვექიომ მეუღლესთან ერთად ინციდენტის გარეშე დატოვა დარბაზი, ჯენამ ეს ყველაფერი თავის სოციალურ ქსელში დეტალურად აღწერა... რასაც საკმაოდ ბევრი გამოხმაურება გამოჰყვა, მისი მხარდამჭერები მას მიუთითებდნენ კანონით გამარჯვებას. ჯენამ 3 დღის შემდეგ, მომხდართან დაკავშირებით მიმართა პოლიციას. სპორტ დარბაზი 3 თვით დაიხურა, ხოლო ის 2 ქალბატონი, რომლებმაც ჯენას უმიზეზოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, ჯარიმის სახით დაეკისრათ 10 000 კანადური დოლარი. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 616 13-ს მოსწონს
|