x
image
alex999
"კომედი შოუს" ავარიაში მოყოლილი მსახიობის მდგომარეობა მძიმეა
"კომედი შოუს" მსახიობს, გიორგი გოცირიძეს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მსახიობი ბელიაშვილის ქუჩაზე მიდიოდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა. უკანასკნელი ინფრომაციით, გოცირიძის მდგომარეობა მძიმეა და იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.


image


გავრცელებული ინფრომაციით, მძღოლმა სასწრაფო დახმარება თავად გამოიძახა. გოცირიძეს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა. მსახიობს მძიმე დაზიანებები ქვედა კიდურებსა და მუცლის ღრუში აღენიშნება.



ხოლო ქირურგიის ეროვნულ ცენტრში შემდეგ განცხადებას აკეთებენ:



"შემოიყვანეს გულმკერდის და მუცლის ღრუს დახურული დაზიანებებით, შოკურ მდგომარეობაში. ასევე აღენიშნებოდა წვივის ძვლების მოტეხილობა. ჩაუტარდა მუცლის ღრუს ქირურგიული ოპერაცია. მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მკურნალობას რეანიმაციაში გადის"


შსს-ს პრესსამსახურის განცხადებით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება

გამოიწვია.



გიორგი გოცირიძე კომედი შოუს ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟია, ის არცისე

დიდი ხანია, რაც გასართობ გადაცემაში მონაწილეობს... შესრულებული კომიქსური

როლებით, მან უკვე დიდი ხანია მაყურებელს თავი შეაყვარა...ჩვენც ერთად

ვუსურვოთ გამოჯანმრთელება და წარმატებული კარიერის გაგრძელება.






3
2343
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
2343
  
ამ კაცს უშველეთ, თორემ დაგხვრიტავთ !!!!
2016, 1 მაისი, 21:48
:( ძალიან ცუდი
2016, 28 აპრილი, 21:51
"ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება" როგორ არის, კაცი მართვით სუნთქვაზე თუ იმყოფება :((
0 1 3