საზოგადოება ინციდენტი საავადმყოფოში - სტატია, რომელიც ყველამ აუცილებლად უნდა წაიკითხოს! 2017, 18 იანვარი, 15:10 ინციდენტი საავადმყოფოში ქირურგი მოვიდა საავადმყოფოში, რადგან დაურეკეს, რომ პაციენტს ესაჭიროებოდა გადაუდებელი ოპერაცია. პალატასთან მიახლოვებისას, მანდვე იცდიდა პაციენტის მშობელი, რომელიც ექიმის დანახვისთანავე ყვირილით მიეჭრა - "ამდენი ხანი სად იყავით? არ იცით რომ ჩემი შვილი საფრთხეშია? პასუხისმგებლობის გრძნობა საერთოდ არ გაქვთ?" ექიმის პასუხი: - ""როგორც კი დამირეკეს, მაშინვე გამოვეშურე თქვენი შვილის დასახმარებლად. ვეცადე სწარაფად მოვსულიყავი. გირჩევთ დამშვიდდეთ და მომცეთ საშუალება გავაკეთო ჩემი საქმე" მშობელი : - "დავმშვიდდე?თქვენი შვილი რომ იყოს ჩემი შვილის ადგილზე, თქვენი შვილი რომ კვდებოდეს თქვენ დამშვიდდებოდით?" ექიმმა გაიღიმა და უპასუხა: -" საღვთო წიგნში წერია" მიწა ხარ და მიწად იქეცი." ექიმებს არ შეუძლიათ პაციენტებისთვის უკვდავების ჩუქება. ილოცეთ თქვენი შვილისთვის! "აბა რა, რჩევების მიცემა, როცა საქმე თქვენ არ გეხებათ იოლია"- ჩაილაპარაკა მამამ.
რამდენიმე საათის შემდეგ ქირურგი გამოვიდა საოპერაციო პალატიდან და მამას მიულოცა: "გილოცავთ, თქვენი შვილი გადარჩა. თუ გექნებათ შეკითხვები ექთანს მიმართეთ"- თქვა მან და ისე რომ არც დალოდებია მამის პასუხს სწრაფი ნაბიჯებით დატოვა შენობა. როცა ექთანი გამოჩნდა პაციენტის მშობელმა მაშინვე გააკეთა ქირურგის მოულოდნელ გაუჩინარებაზე კომენტარი: "რატომარის ასეთი ამპარტავანი ეს ქირურგი? არც კი დაიცადა, რომ ჩემი შვილის მდგომარეობის შესახებ მეკითხა მისთვის" ექთნის პასუხი: - "მისი შვილი დაიღუპა ავტოავარიით. დაკრძალვაზე იყო როცა დავურეკეთ სასწრაფოდ მოსულიყო და ოპერაცია გაეკეთებინა თქვენი შვილისთვის. გადაარჩინა თქვენი ვაჟი და მალე წავიდა რომ დაესწროს შვილის დაკრძალვას." მორალი: არასდროს განსაჯოთ ადამიანები, რადგან თქვენ არ იცით რა ხდება მათ ცხოვრებაში " სანამ სხვის გაკიცხვას დაიწყებ, გაიხსენე, რომ შენ სხვებივით არ გიცხოვრია" სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1- ბუნებრივი ანტიბიოტიკები, ანუ პროდუქტები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩასვათ თქვენს რაციონში! 2- რამდენი ხნით რჩება გადაყლაპული საღეჭი რეზინა კუჭში?! 3- საინტერესო ცნობარი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ! 4- მათ უბალოდ თევზაობით დროის გაყვანა სურდათ.... 5- რა ახასიათებთ, მამლის წელში დაბადებულებს? მამლებო ეს სტატია თქვენთვისაა...
11083 10-ს მოსწონს
|