x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
ხევში ჩავარდნილი ადამიანები, რომლებიც სიკვდილს გადაურჩნენ – „ირინკა გადავარჩინე, თმებით ამოვათრიე“
მარიამ მამუკაშვილი, ირინა ესებუა და გიორგი შერმადინი 13 ივნისის ღამეს, სტიქიის მძვინვარებისას ხევში ჩავარდნენ. თუმცა, ისინი გადარჩნენ და დღეს დეტალებზე საუბრობენ. PTN.ge-ს ერთ-ერთი მათგანი, მარიამ მამუკაშვილი ესაუბრა და საზარელი ღამის დეტალები მოუყვა.


image


„მე ირინა ესებუა და გიორგი შერმადინი მანქანით მივდიოდით ერთად ახალ გზაზე და მოვხვდით წყალდიდობის ეპიცენტრში. მანქანის კარები რომ გავაღეთ წყალი შემოვარდა და გიორგი ეგრევე წყალმა მოიტაცა და გაქრა. ირინკა ცალი ხელით ეკიდა კარებს. მე მანქანის სახურავზე ავძვერი და ირინკაც ამოვათრიე. უცებ დიდი ტალღა წამოვიდა და წყალქვეშ აღმომოვჩნდით. მანქანა მთლიანად დაიტბორა და ჩვენ წყალმა ზოოპარკის ხევში გადაგვყარა. მე ფეხი ჩამეჭედა და ვეღარ ვიგებდი. პირამდე მქონდა წყალი და ირინკამ გადამარჩინა სიკვდილს, არ დამტოვა მარტო და მეორედ, ირინკა გადავარჩინე მე, თმებით გამოვათრიე ჩემსკენ გონებადაკარგული ეგდო წყალში და ბოლოს ძალიან დიდ მანძილზე გადავხტით და მთელი ზოოპარკი გამოვიარეთ ფეხით. გიო 4 საათი ხეზე იჯდა და დაბლა დათვი იდგა. ჩვენ მტაცებლები არ შეგვხვედრია. ხევში ვინც გადავარდა იქიდან მარტო ჩვენ გადავრჩით“




ყვება მარიამ მამუკაშვილი.

0
1116
14-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0