x
image
ციცი
Mediator image
"ნიჭიერის" მეშვიდე სეზონის ჟიური ცნობილია!(+ფოტოები და ვიდეო)
imageტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ყველაზე პოპულარული ტელეშოუს მეშვიდე სეზონი მალე დაიწყება.

"ნიჭიერი" ჟიურის ახალი შემადგენლობით წარსდგება მაყურებლის წინაშე. რეჟისორი ლევან წულაძე, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი და მსახიობი ია ფარულავა ჟიურის წევრები აღარ იქნებიან.


16 ოქტომბერს ფილარმონიაში, ნიჭიერის ახალი სეზონის ქასთინგების ჩაწერა დაიწყო.

image




ნიჭიერის მეშვიდე სეზონის ჟიური ცნობილია! ჟიურის წევრებად ვიხილავთ ყველაზე მხიარულ და პოზიტიურ მსახიობს რუსკა მაყაშვილს, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლეს, უმშვენიერეს პირველ ლედის მაკა ჩიჩუას, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და საინფორმაციო გადაცემის "კურიერის" წამყვანსა და ჟურნალისტს ზაალ უდუმაშვილს. ამ ინფორმაციას "ნიჭიერის "ოფიციალური გვერდი ავრცელებს და ისინი გრანდიოზულ შოუს პირდებიან საზოგადოებას.
"რას იტყვით? როგორ მოგწონთ ასეთი მოულოდნელი შემადგენლობა?"image


სახალხო პროექტის "ნიჭიერის" უცვლელი წამყვანები კი ისევ იქნებიან მსახიობი გიორგი ყიფშიძე და ტელეწამყვანი და მსახიობი ვანიკო თარხნიშვილი.image

საზოგადოებისთვის მაინც ყველაზე საინტერესო პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ჟიურის წევრობა არის. "ნიჭიერი" სოციალურ ქსელზე პრეზიდენტის მეუღლის ვიდეოჩანაწერსაც ავრცელებს, სადაც იგი საუბრობს თუ როგორ მოირგო მან ჟიურის ამპლუა. როგორც ქალბატონმა მაკამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა რომ მას არ ქონია გამოცდილება ასეთ პროექტში, მისთვის ძალიან სახალისო აღმოჩნდა და მოერგო ამ პროექტს. ფავორიტი მონაწილი კი ჯერ არ ყავს.

"ექსკლუზიურად ჩვენი გვერდის მომხმარებლებისთვის!
საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შეფასებები ჩაწერასთან დაკავშირებით და რამდენად მოერგო ის ჟიურის ამპლუას".

იხილეთ ვიდეო

imageფოტოები "ნიჭიერის" ქასთინგიდან:

image

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
703
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
703
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0