x
image
ციცი
Mediator image
"როდემდე არ უნდა მოეთხოვოს პასუხისმგებლობის აღება ბავშვის მიმართ კაცებს, რომლებიც აორსულებენ პატარა გოგოებს?!"
image
მომღერალი ნინი ბადურაშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყველაზე პოპულარული შოუს, "პროფილის"-ის ერთ-ერთ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც გადმოცემული იყო ისტორია გოგონაზე, რომელიც ოჯახის წევრებისგან უარყოფილი იქნა იმის გამო, რომ მან უქმროდ ბავშვი გააჩინა:

"ვუყურებ გადაცემა პროფილს და ვუსმენ გოგოს ისტორიას, რომელმაც შვილი გააჩინა ისე, რომ არ გათხოვილა... სამწუხაროდ ამის გამო მთელმა ოჯახმა მოიძულა და იგი იძულებული გახდა სახლიდან წამოსულიყო იმის გამო, რომ ახალ ადამიანს სიცოცხლე აჩუქა! მაინტერესებს, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი ბნელი აზროვნება საზოგადოების გარკვეულ ნაწილში?! როდემდე არ უნდა მოეთხოვოს პასუხისმგებლობის აღება ბავშვის მიმართ კაცებს, რომლებიც აორსულებენ პატარა გოგოებს და მერე ქრებიან?! მეგობრებო, ჩვენ ყველა ერთად უნდა დავუდგეთ ასეთ გოგოებს მხარში და ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა უნდა ვეცადოთ, რომ ეს მახინჯი აზროვნება შევუცვალოთ ადამიანებს!"

პოსტს მომღერალი ინდირა ჯგერენაია გამოეხმაურა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბავშვი გააჩინა და ვაჟს მამის გარეშე ზრდის:

"როდესაც ანდრიაზე ფეხმძიმედ ვიყავი გამუდმებით მწერდა ერთი ქალი და მლანძღავდა, მიხსნიდა რომ დიდ შეცდომას ვუშვებდი ამ ყველაფრით, რომ მე ვერ შევძლებდი დედობას და სცენა თუ მინდოდა, სცენაზე უნდა დავრჩენილიყავი, მართლა ძაან ბნელა ჩვენს ქვეყანაში სმწუხაროდ, ნამდვილად იმსახურებს ყველა ქალი დედობას და ამ სიხარულს და მითუმეტეს ესეთ განსაცდელში ნამდვილად გვერდით უნდა დავუდგეთ ესეთ ადამიანებს, ისე როგორც ჩემ შემთხვევაში მოხდა და უამრავმა პოზიტივმა გადამატანინა ეს კოსშმარი რაც ჩემზე ხდებოდა..."


ნინი ბადურაშვილი-"ანუ სცენაზე თუ დგახარ დედა ვერ იქნები, ხო? ძაან ცუდად არი ზოგი!! მაგარი ხარ შენ, გკოცნი... მთავარია მაგარი ბიჭის დედა ხარ, დანარჩენი დაიკიდე..."

image


0
186
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0