შოუბიზნესი "დედას ურჩიე ისტერიკა დააცხროს..."-დაპირისპირება ნანუკა ჟორჟოლიანსა და თამარ ჩერგოლეიშვილის შვილს შორის-"დედა ძალიან მშვიდი მეჩვენება თქვენი ისტერიკის ფონზე..." 2016, 13 ოქტომბერი, 9:00 ნაციონალური პარტიის მომხრეთა შორის სოციალური ქსელით დიდი დავა მიმდინარეობს პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მათ მონაწილეობაზე. ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუსმა გიგი ბოკერიას მეუღლის, თამარ ჩერგოლეიშვილს შესახებ, ნანუკასა და თამარ ჩერგოლეიშვილის ქალიშვილს შორის დაპირისპირება გამოიწვია. აი, რა დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა "ფეისბუქზე": "როცა თამარ ჩერგოლეიშვილი გლანძღავს, მთელი ქვეყნის ძუძუები გლოცავს." რაზეც ჩერგოლეიშვილის შვილმა ასეთი პასუხი გასცა: კატო კოპალეიშვილი: მთელი ქვეყნის ძუძუებს, ჩემი ძუძუები გამოაკელით და თქვენი კომპლიმენტები თქვენთვის შეინახეთ ჩემი მისამართით - sorry for breaking the news, მაგრამ მაგ ქალის გაზრდილი ვარ..." ნანუკა ჟორჟოლიანი: "არასოდეს ჩემი შვილი არ ერევა როცა ის ქალი, რომლის გაზრდილიც ხარ მამკობს "მარგალიტებით". ბუნებრივია შევინახავ კატო და დედასაც ურჩიე ისტერიკა დააცხროს... წარმატებები..." კატო კოპალეიშვილი: თქვენი შვილი სად ჩაერევა და სად არა, ჩემი საქმე არ არის და მაგრად მკიდია. people are different - მე ვერევი. დედას რაც შეეხება, მე ძალიან მშვიდი მეჩვენება თქვენი ისტერიკის ფონზე. წარმატებები..." ნანუკა ჟორჟოლიანი: კატო კოპალეიშვილი ეგ არის თქვენი პრობლემა, რომ გკიდიათ. დედა თუ მშვიდი გეჩვენება უკვე პრობლემა გაქვს სუბიექტურობის, მაგრამ რას იზამ, დედა დედაა. როგორიც არ უნდა იყოს ის..." კატო კოპალეიშვილი: ჩემი ფსიქოანალიზი არ მითხოვია - მყავს უკვე ფსიქოლოგი. ნანუკა ჟორჟოლიანი: კატო კოპალეიშვილი მიხარია. გჭირდებათ.. კატო კოპალეიშვილი: თქვენც გირჩევდით, მაგრამ ეგეც მკიდია." კატო კოპალეიშვილი: ძალიან მარტივია - როდესაც უსამართლოდ შეურაცხყოფას აყენებენ დედაჩემს და პარალელურად მე მიწერენ რა მაგარი გოგო ხარო, აუცილებლად ამოვიღებ ხმას და ვიტყვი იმას რაც ვთქვი. რაც შეეხება, ბავშვობას, 18 წლიდან დედაჩემს მხოლოდ რჩევებს ვეკითხები, უფლებები ჩემი მაქვს. ქ-ნი ნანუკა კი შეურაცხყოფას მაყენებს, რომელიც მე მისთვის არ მიმიყენებია, სანამ თვითონ არ დამისვა დიაგნოზი. ჰოდა, როდის უნდა მორჩეს ეს "ლაწირაკებმა ხმა არ უნდა ამოიღონ" we are not kids, და ვფიქრობ არც ბავშვის აზროვნება მაქვს შესაბამისად, თუ ამის გამო მოწინაღმდეგე გახდით და უზრდელს მეძახით, დამიძახეთ, ესეც თქვენი ნებაა. ნანუკა ჟორჟოლიანი: კატო კოპალეიშვილი ვინ თქვა რომ ხმა არ უნდა ამოიღო. უბრალოდ აცადე მშობლებს. მიხედავენ თავის თავს. სულ ესაა. ხმის ამოსაღები ბევრია ამ ქვეყანაში. კატო კოპალეიშვილი: რაც გინდათ ის ქენით, არჩევანში ყველა თავისუფლები ვართ საბედნიეროდ. და მე თვითონ რომ გადავწყვიტო რაზე ამოვიღებ ხმას და რაზე არა? თქვენ ურჩიეთ თქვენს შვილს რაც გინდათ, მე ნუ მაძლევთ რჩევებს, არ მითხოვია..." ნანუკა ჟორჟოლიანი: კარგი კატო. 356 1-ს მოსწონს 1-ს არა
|