საზოგადოება სკანდალური დაპირისპირება-"ეკა მიშველაძემ იუნა შაფათავას "პუტანკა" უწოდა..." 2016, 10 ოქტომბერი, 13:28 სოციალური ქსელის მომხმარებელმა, ზაზა სვანიძემ ცნობილი სექსუალური ქართველის, იუნა შაფათავას "ფეისბუქის" პირად გვერდზე სტატუსი დაპოსტა, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა სკანდალურ ქართველს "პუტანკა" უწოდა. იუნასა და ეკას სორის დაპირისპირება კი არჩევნების შედეგებს მოყვა. "ეკა მიშველაძემ იუნა შაფათავას "პუტანკა" უწოდა - აი ასე საჯაროდ, რეჟისორ დათო იმედაშვილის ფბ-გვერდზე - არ ჩავერეოდი ქალბატონების დისკუსიაში, ეს რომ ყოფილიყო შოუ-ბიზნესის სექს-დივებს შორის არსებული კინკლაობა. არ მაინტერესებს იუნას პოლიტიკური შეხედულებები - არც ჩემი დაქალია და არც საერთო მეგობრები გვაკავშირებს, უბრალოდ როცა ქალი პრეს-სპიკერი ხარ, ცოტა თავშეკავება გმართებს - აქვე დავძენ, რომ ეკას აკადემიურ და ზომიერ ქალად ვიცნობდი! იუნა შაფათავას კი თავისი ცხოვრება საჯაროდ გამოაქვს და ვერც ფირებით დააშანტაჟებენ და ვერც წამოძახებებით! როცა ქვეყნის პირველ პირს საჯარო ტექსტებს უწერ, ქსელებში კამათი უნდა შეგეძლოს და აგრესიის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევაც! Yuna Shapatava რაც არ უნდა გავცახრდეთ, ერთმანეთზე არსებობს წითელი ხაზები, რომელსაც შეგნებული ადამიანები არ გადავალთ - ესაა ჩემი პოზიცია ამ თემაზე..." სტატუს გამოეხმაურა ელისო კილაძე: " პრეს სპიკერს არ დაუწყია, იუნამ გამოიწვია სტატუსებით!" ზაზა სვანიძე: "მიშველაძემ კომენტარი ჯერ ჩაასწორა, შემდეგ კი საერთოდ წაშალა ( დაახლოებით საათის წინ). მე რასაც გადავხედე ( იმედაშვილის გვერდზე ), იუნასგან პირად შეურაცხყოფას ეკას მისამართით ადგილი არ ჰქონია. შაფათავას სტატუსი შეიძლება მოგვწონდეს ან არა. შეიძლება არაპოლიტკორექტულიცაა, ის რომ ენმს ასიათასობით მხარდამჭერს ასე მოიხსენიებს, თუმცა ეკა მიშველაძეს მეტი მოეთხოვება. ასე მგონია ელისო. პ.ს. ძალიან სიმპატიით ვარ მისდამი განწყობილი. სტატუს გამოეხმაურა ელისო კილაძე: " პრეს სპიკერს არ დაუწყია, იუნამ გამოიწვია სტატუსებით!" იუნას პასუხი კი ამ ყველაფერზე ის იყო, რომ იგი ასეთ რაგაცეებზე დროს არ ხარჯავს: "მე რომ მაგათზე დრო დავხარჯო, როდისღა ვიცხოვრო...." 2744 3-ს მოსწონს
|