x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დემურ გიორხელიძე:როცა დამნაშავეს ორნახევარი ასეული ათასი ადამიანი აძლევს ხმას,იმ ხალხს სახელმწიფო არასდროს ექნება..

image


ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს სოციალური ქსელიდან ეხმაურება:


"საქართველოში თითქოსდა უნდათ ააშენონ სახელმწიფო,
მაგრამ ადამიანებს ავიწყდებათ -
სახელმწიფო სამართალზე იგება და
დამნაშავე კანონის შესაბამისად ისჯება!
როცა დამნაშავეს ორნახევარი ასეული ათასი ადამიანი აძლევს ხმას,
იმ ხალხს სახელმწიფო არასდროს ექნება, -
ანდა ის "სახელმწიფო" ექნება რაც იყო:
ადამიანის შეურაცხმყოფელი,
ადამიანის გამაუპატიურებელი,
ადამიანის გამაღარიბებელი
მძარცველი, უტიფარი და ბოროტი.
საზოგადოება, სადაც ბოროტებას ეგუებიან და მორჩილებენ,
ღირსეულ გარემოს, სადაც
ადამიანი საკუთარი შრომით კეთილდღეობას შეიქმნის
და თავისუფლად იცხოვრებს, -
ვერასოდეს შექმნის,
რადგან ცხრაწლიანი მეხსიერება წაშლილი აქვს და
დამნაშავის ისევ ხელისუფლებაში დაბრუნება სურს და...
ნაწილობრივ აბრუნებს კიდეც...
როცა ადამიანების საკმაო ნაწილი ბოროტების მსახურებით საკუთარ კეთილდღეობას ქმნიან
[რასაც ცხრა წლის განმავლობაში აკეთებდნენ კიდეც],
დღეს იმედიანად იქნებიან, რომ...
ადრე თუ გვიან ეს არშემდგარი სახელმწიფო
ბოროტების გამარჯვების განმეორების შანსს მისცემს...
როცა პოლიტიკური ახლომხედველობა კრიტიკულ ზღვარს სცილდება, იქ ისტორია მეორდება:
ყველა მხსნელ/ბელადი პოლიტიკური კრიზისის გზით ჩამოსცილდა ქვეყანას, მაგრამ ამ კრიზისებმა ქვეყანა საშინლად დააზიანა!
ახლაც ასე იქნება... ადრე თუ გვიან!"
image

2
773
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
773
  
2016, 9 ოქტომბერი, 22:06
ბატონო დემურ, რა სამწუხაროა, რომ თქვენი სიტყვები სრული ჭეშმარიტებაა!!!
2016, 9 ოქტომბერი, 21:56
ბესელია და კობახიძე რო გეყოლება პარლამენტში. კალაძე მთავრობაში იმ სახელმწიფოზე რას გვეტყვით ბატონო გიორხელიძევ?
0 1 2