x
image
ციცი
Mediator image
"ღირს კი ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც არ დაგინდობენ... ნუ მისცემთ თავს უფლებას ასე გამიმეტოთ..."

image
მომღერალი მარიამ როინიშვილი საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებმაც გადაცემა "არჩევანში" მონაწილეობის გამო მას შეურაცხყოფა მიაყენა, სტატუსით მიმართავს:


"90-იან წლებში დავიბადე! რაც თავი მახსოვს! საქართველოში სულ არის ერთმანეთის ზიზღი, დაპირისპირებები, მტრობა...
საბედნიეროდ ოჯახში მასწავლიდნენ სიყვარულს, ურთიერთგატანას, გვერდში დგომას, სხვისი წარმატების წრფელად გახარებას, ჯანსაღი ტრადიციების პატივისცემას, მათ შორის დედაშვილობისა და მამაშვილობის განსაკუთრებულ თაყვანისცემას, რაც ძალიან მეხმარებოდა იმ ქაოსის სწორად აღქმას, რაც უკვე დავწერე....
დღეს კი პირველად დავუსვი საკუთარ თავს კითხვა: ღირს კი ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც წამითაც არ დაფიქრდებიან მცირედის გამო ისე გადაგთელავენ, არ დაგინდობენ, უკანასკნელი სიტყვებით გაგლანძღავენ, დაგთრგუნავენ......
მე დღეს "არჩევანში" სრულიად უჩვეულო სიტუაციაში აღმოვჩნდი.
ხმამაღლა ვაცხადებ და კარგად მინდა გაიგოს (თუ აქამდე ვერ მიხვდნენ ამას), რომ არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნები რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი და მითუმეტეს ვერავინ მნახავს რომელიმე მათგანის მხარდასაჭერ აქციაზე.
მე დღეს ერთი კონკრეტული ადამიანის გვერდში ვიდექი. ადამიანისა რომელსაც ღრმად მწამს, რომ წრფელად უყვარს თავისი ქვეყანა და სურს მისი წარმატებული მომავალი. ეს კაცი მამაჩემია და ვისაც ჯერ კიდევ შერჩენია მშობლის პატივისცემის განცდა, მინდა ყველამ საღად აღიქვას ჩემი დღევანდელი ნაბიჯი!
უმორჩილესად გთხოვთ, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და აღარასოდეს გამოიმეტოთ ის შეურაცხმყოფელი სიტყვები რომელიც ზოგიეთმა თქვენგანმა ასე უშურველად გამოიმეტა....
კიდევ ერთხელ გთხოვთ და ამჯერად უფრო კატეგორიულად მოვითხოვ: ნუ მისცემთ თავს უფლებას ასე გამიმეტოთ და ჩემი ადამიანური ნაბიჯი პოლიტიკურად შერაცხოთ...
პატივისცემით, მარიამი..."image

image


0
336
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
336
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0