x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ნინო ლაბარტყავა:იცხოვრეთ, რა...შინაარსიანად იცხოვრეთ და დააგროვეთ ბედნიერი წუთები...

image"მოვკუსკუსებ დღეს "მარშუტკით" სამსახურისკენ. გზად, ტრადიციულად და
გეგმიურად, შარდენზე გავიარეთ. საცობივით იყო და სადღაც 10 წუთი (ან ცოტა
მეტი) მოგვიწია ერთ ადგილზე დგომა. დავიწყე აქეთ–იქით ყურება. ათიოდე
მეტრში, ერთ–ერთი ღია კაფეს მაგიდასთან ძალიან საყვარელი და ლამაზი
ახალგაზრდა წყვილი იჯდა, ფინჯანით ყავას (ან ჩაის, ან სხვა რამეს, რავიცი)
სვამდნენ. თავიდან სასიამოვნო იყო მათი ყურება, მაგრამ უცებ დავაფიქსირე,
რომ საერთოდ არ ლაპარაკობდნენ. მერე უცებვე დავაფიქსირე, რომ ორივეს ტელეფონი
ეჭირა ხელში და შიგნით იყურებოდნენ. მთელი ათი წუთი (ან ცოტა მეტი), რაც
საცობში მოვყევი და ვუყურებდი, ხმა არ ამოუღია არც ერთს, არც კი შეუხედავთ
ერთმანეთისთვის და ფინჯანისთვისაც არ უხლიათ ხელი.... ისხდნენ რობოტებივით,
ჩაშტერებოდნენ მობილურს და ასე "საყვარლად" და "მრავალფეროვნად"
ატარებდნენ დროს...


შემეყინა ღიმილი სახეზე და მათი "საყვარლობა" და სილამაზეც მომენტალურად გაქრა ჩემს თვალში.
image

რა უბედურებაა, რა... წყვილებმა ერთად ყოფნა თავიდან უნდა ისწავლონ, ან
ვინმემ ასწავლოს – რა ლამაზ, ბევრ და ძვირფას წუთებს უშვებენ თვალსა და
ხელს შუა... შეირგეთ ერთად ყოფნა, რა მოხდება, ბიჯო...

ადრეც დავწერე, ახლაც ვწერ – არც ფეისბუქი მაქვს ტელეფონში, არც ტვიტერი,
არც ვიბერი და საერთოდ არაფერი –ვრეკავ და სმს–ებს ვაგზავნი, სულ ესაა და
ძაანაც კარგს ვშვები
იცხოვრეთ, რა...შინაარსიანად იცხოვრეთ და დააგროვეთ ბედნიერი წუთები..."-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა.


2
74
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
74
  
2016, 4 ოქტომბერი, 21:17
)))))))))))))
2016, 4 ოქტომბერი, 21:16
ანეგდოტი გამახსენდა. ტიპი პოსტავს ფეისბუქზე: 2 საათით ინტერნეტი გამეთიშაო სახლშიო და ცოლს ვესაუბრეო.
ძალიან სასიამოვნო ქალი ყოფილაო :D
0 1 2