ალბათ ბევრმა იცით, რომ ზურაბ ზვიადაური ქართულ ოცნებას შეუერთდა და 27 მაისს ბიძინა ივანიშვილის გვერდით იდგა. ზვიადაურმა ეს ამბავი ბევრი ფაქტორით ახსნა, მან სპორტს მაშინ დაუსვა წერტილი, როდესაც ქართული ოცნებიდან მიიღო შემოთავაზება. მას გული დაწყდა, როდესაც სპორტს ოფიცილაურად
დაემშვიდობა და არვინ კითხა სად იყო როგორც ცხოვრობდა და ა.ს.შ.
როგორც ზვიადაური ამბობს მან 4 ოპერაცია გაიკეთა რათა სპორტს დაბრუნებოდა მაგრამ ვეღარ მოახერხა. ყველასგან დავიწყებული ზურა, ბიძინა ივანიშვილმა არ დაივიწყა და ხელფასი დაუნიშნა. მართლაც არ შეიძლება ასეთი ადამიანი დაივიწყოს სამშობლომ, ზურა ის ადამიანია რომელმაც საქართველოს დროშა აღმართა ოლიმპიადაზე. მაგრამ როგორც ზურა ამბობს მას არავინ დაუდგა გვერდით სახელმწიფოდან. საინტერესოა ისიც, რომ როდესაც ზვიადაურმა გადაწეტილება მიიღო, რომ
ქართულ ოცნებას შეერთებოდა, მალევე დაურეკეს და სამსახური შესთავაზეს, ეს მის მერე როდესაც გაიგეს, რომ ქართულ ოცნებას უერთდებოდა. ალბათ ზოგი ზვიადაურის ამ გადაწყვეტილებას არ მიესალმება, მაგრამ ალბათ ასე იყო საჭირო. პოლიტიკაშიც უსურვოთ წარმატებები, მაგრამ ჩემი აზრით ზურა უნდა გახდეს ძიუდოს მწვრთნელი, რადგან ის ბევრ ბავშვს ჩამოაყალიბებს წარმატებულ მოჭიდავედ. ვნახოთ რომელ სფეროში მოგვევლინება ზვიადაური, თუ ის დარჩება პოლიტიკაში მაშინ უსურვოთ იქაც წარმატებები, ისეთივე როგორც სპორტში ჰქონდა.