x
image
ციცი
Mediator image
ნათია ფანჯიკიძის ემოციური პოსტი-"მადლობა, რომ დაიბადე დეე და თანაც მე რომ ამარჩიე დედად..."
image
ფსიქოლოგი, ბლოგერი, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ "კამარას" დამფუძნებელი და პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე სოციალური ქსელ "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს, ქალიშვილის კატო ალასანიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, რომელიც თინეიჯერობის ასაკიდან გამოვიდა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის. კატო ალასანია 20 წლის გახდა და დედამ ასე ორიგინალურად მიულოცა დაბადების 20 წლისთავი:

"ზოგადად არამიშავს რა ქალი ვარ, დიდი არაფერი, მაგრამ თავმდაბლობის გარეშე, ორი საოცრება მეც მაქვს ამქვეყნად ჩადენილი, - ორ უკარგეს ტიპს, ნიკოს და კატოს დავეხმარე დედამიწაზე მობრძანებაში. დღეს კატო მოგზაურობის ახალ ეტაპზე გადავიდა, თინეიჯერი აღარაა, 20 წლის გახდა.
ადრე, როცა უნდოდა ძალიან ჭკვიანი გამოჩენილიყო, როგორიც პრინციპში იყო კიდეც ყოველთვის, უფროსებთან საუბრისას ცხვირზე სათვალეს ისკუპებდა. ახლა უკვე მართლა ისეთი ჭკვიანია, უსათვალოდაც ეტყობა, მაგრამ მაინც ხაზი მინდა გავუსვა მის უჭკვიანესობას და სათვალიანი ფოტო გამოვუქვეყნო. ძალიან ბედნიერი მინდა იყოს ეს გოგო. დენდელოზებმა არასდროს არ მიიძინონ, მორიგე დენდელოზი სულ იფარავდეს მასში არსებულ სიკეთეს. უზარმაზარი მადლობა, რომ დაიბადე დე და თანაც მე რომ ამარჩიე დედად..."

კომენტარებში უამრავი მილოცვები მიიღო დედა-შვილმა:

" ბედნიერია კატო, ასეთი დედიკო, რომ აირჩია, გილოცავ ნათი, ღმერთმა, ბედნიერი და ჯანმრთელი გიმყოფოს, მშვიდობიან და წარმატებულ საქართველოში ეცხოვროს!"


" მართლაც უჭკვიანესია, ნუ გარეგნობაზე თავს შევიკავებ, იმდენად მშვენიერია, დამადუმა..."

" გილოცავ ნათია! ბედნიერი კატოს ბედნიერი დენდელოზი ხარ და მუდამ ასეთად დარჩენას გისურვებ..."

"ეტყობა გამოხედვაზე ვისი გორისააააა!!!....ულამაზესია!!!...გილოცავ ნათია!"image

0
158
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0