x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მარადიული სიცოცხლე – მითი თუ რეალობა

image

image

დამიანი ყოველთვის მიისწრაფვოდა ახალგაზრდობის და სიცოცხლის გახანგრძლივებისკე. თუნდაც, მხოლოდ ზღაპრების მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, გასაგები ხდება, რომ ეს თემა ყოველთვის აღელვება კაცობრიობას: გამაახალგაზრდავებელი ვაშლი, მდუღარე ქვაბი, რომელში ჩაყვინთვის შემთხვევაში, შეიძლება გაახალგაზრდავება და გალამაზება (თუმცა, ცოცხლად მოხარშვაც შეიძლება), პატარა ბოთლები, ცოცხალი და მკვდარი წყლით...
სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორში შემორჩენილი არის ცნობები ადამიანების შესახებ, რომლებსაც უკვდავების დიდი სურვილი ჰქონდათ და საუკუნეების სიღრმეებიდან ჩვენამდე, ისეთმა ინფორმაციამაც მოაღწია, რომელიც ნამდვილად არ ჰგავს ზღაპარს და ყველა ნიშანი აქვს საიმისოდ, რომ ის ისტორიულ ფაქტად მივიჩნიოთ.
სე., მაგ., დაფიქსირებულია ფაქტები, რომ სხვადასხვა ეპოქაში ჩინელი ბერები და ინდოელი განდეგილები 200 – 400 წელს და უფრო მეტსაც ცხოვრობდნენ.

აქსიმალური ასაკი, რომლის გადალახვა ადამიანმა მოახერხა და ეს დადასტურებული არის – 5 000 წელია! ფაქტის კონსტატაცია ერთ-ერთმა უხუცესმა ინდოელმა მოახდინა, რომელიც თავად 180 წლის იყო. ის ჰიმალაის მთის ძირში განდეგილს შეხვდა, რომელიც მხოლოდ ძველინდურ სანსკრიპტზე მეტყველებდა. როგორც ურთიერთობის დროს გაირკვა, განდეგილმა ამ ასაკს მკაცრი დიეტის და სპეციალური ნაყენის საშუალებით მიაღწია, რომლის შემადგენლობა მხოლოდ მისთვის იყო ცნობილი.

ანგრძლივი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ბიბლიაშიც არის დაფიქსირებული. მასში ნათქვამია, რომ ადამი 930 წელს ცხოვრობდა, მისი შვილი შეთი - 912 წლის იყო, რომ გარდაიცვალა და ა. შ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ადამს შეთი შეეძინა, ის 130 წლის იყო. ხოლო შეთი 105 წლის იყო ენოსი რომ შეეძინა. თავად ენოსი მამა 90 წლის ასაკში გახდა. როგორც ცნობილია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მოხუცებს შვილები არ უჩნდებათ. ე. ი. იმ დროს, რომლის შესახებაც ბიბლიაში არის მოთხრობილი, 100 - 150 წელი ახალგაზრდული ასაკი იყო.

შკარაა, რომ ადრე ადამიანები თითქმის 400-500 წელს ცხოვრობდნენ, ჩვენი არასრული 100 წლისგან განსხვავებით. ჩვენი სიცოცხლისუნარიანობა თითქმის 5-ჯერ არის შემცირებული.
ღნიშნულ საკითხს თუ ჩავუღრმავდებით და სხვა ასპექტით განვიხილავთ, მაშინ ადამიანი 100 და 500 წელი კი არ, მარადიულად ცხოვრობს ამ სამყაროში... რადგან ყოველ ჩვენგანში უკვდავი სული ცხოვრობს და როდესაც ადამიანები სიცოცხლის გახანგრძლივებას ცდილობდნენ (და დღესაც ცდილობენ, მეცნიერულ დონეზე, მაგ., დადგენილია, რომ თუ ადამიანის სხეულის ტემპერატურას 2 გრადუსით შემცირდება, სიცოცხლის ხანგრძლივობა 200 წლამდე გაიზრდება), ისინი ეძებდნენ ხერხებს და საშუალებებს სხეულის გასაახალგაზრდავებლად და მისთვის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.
საკის მატებასთან ერთად, ჩვენს ორგანიზმში ტოქსინები, ნარჩენები და მაღალი ელექტრო პოტენციალის მოლეკულების ნაწილები (თავისუფალი რადიკალები) გროვდება. ანუ ორგანიზმის დანაგვიანება ხდება, რაც საბოლოო ჯამში, სხეულის სიბერეს და ავადმყოფობას იწვევს.

ასული საუკუნის ბოლოს, მეცნიერები ალაპარაკდნენ გაახალგაზრდავების პროგრამაზე, რომელიც ადამიანის ორგანიზმში არის, დაბერების პროგრამასთან ერთად. თუმცა, მისი “ამუშავება" დღემდე ვერავინ მოახერხა.

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

* 117 წლის ქალბატონი ხანდაზმულობის საიდუმლოს ამხელს

* რა გავლენას ახდენს ლოცვა, ლანძღვა და უარყოფითი ემოციები ადამიანის ჯანმრთელობაზე

* ნევროზით შენიღბული – დაავადება რომლის დიაგნოსტირება რთულია

* 9 პოპულარული პროდუქტი, რომელიც წონის მატებას და გლაუკომას (მხედველობის დაკარგვა) იწვევს

* როგორ უნდა დავიცვათ თავი Wi-Fi-ს მავნე ზემოქმედებისგან

* 12 დაავადება, რომელთანაც ბრძოლის დროს, კატის ფაქტორი მნიშვნელოვანია

* მეცნიერთა რეკომენდირებით! სასარგებლო რჩევები თავის ტვინისთვის

* 10 წინადადება, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

* სუიციდის პროგნოზირება შესაძლებელია

0
1609
15-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1609
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0