განათლება დაკარგული ისტორია: უძველესი ცივილიზაციების ნანგრევები შუა საუკუნის სურათებზე 2019, 4 თებერვალი, 11:17 კაცობრიობის ისტორია თითქოს ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. მის შესახებ უამრავი წიგნია დაწერილი, არსებობს ისტორიული ფილმები, დოკუმენტური მასალები, არქეოლოგიური არტეფაქტები... ეს ყველაფერი იმ ისტორიის ნაწილია, რომელიც მეცნიერების მიერ, ოფიციალურად დაწესებულ ჩარჩოებში ჯდება. მაგრამ, არსებობს კიდევ სხვა ისტორია, რომლის არტეფაქტები ათწლეულების მანძილზე განზრახ ნადგურდებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის ისტორიის უკვე არსებულ ვერსიაში, შესაფერისი ადგილი ვერ იძებნებოდა. ძველი ცივილიზაციების დიდების ნაშთების აღმოჩენა დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შეიძლება. მაგრამ მათი რაოდენობა უკვე ძალიან ცოტაა. სამაგიეროდ, არსებობს სურათები, – ფერწერული ტილოები, ჩანახატები... გავიდა დრო და ძველ ნანგრევებზე ახალი ქალაქები აღმოცენდა. ახლა ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, თუ როგორი იყო ძველი ქალაქები, ულამაზესი ტაძრებით, სასახლეებით, თაღებით, უამრავი ხიდით, ბაღებით, მარმარილოს ქანდაკებებით... დღეს ამის წარმოდგენა მხოლოდ ძველი მხატვრების ტილოებით და საკუთარი ფანტაზიით არის შესაძლებელი. ხოლო, სურათების დათვალიერებისას, ერთი აზრი არ აძლევს ადამიანს მოსვენებას, – როგორ შეიძლებოდა, ფაქტიურად შიშველი ხელებით (ტრადიციული მეცნიერების თვალსაზრისით), ყოველივე ამის შექმნა?
აქ იუბერ რობერის ნამუშევრების ერთ ნაწილს წარმოგიდგენთ, როელიც ზემოთ გამოთქმული მოსაზრების მტკიცებულებას წარმოადგენს. ვილა ჯულია (რომის პაპის ყოფილი რეზიდენცია), თავლა და სასახლის ნანგრევები (1762) დიანას ტაძარი ნიმაში (1783) განდეგილები რომის ტაძრის ნანგრევებზე ლოცულობენ (1760) პეიზაჟი ობელისკთან (1773) სახლები ხიდზე, კარლსრუე (1786-1787) სვეტები აუზის ირგვლივ (1772) მედონის სასახლის ნგრევა (1806) მის ნანგრევებზე ამჟამად ობსერვატორია მდებარეობს ანტიკური ტაძარი «კვადრატული სახლი» ნიმაში (1783) ქ. ორანჟის ამფითეატრი (საფრანგეთი) დორიული ტაძრის ნანგრევები (1783) რომის ნანგრევები მხატვრები (1790) კოლოსეუმი (1790) განდეგილთან (1775) არქიტექტურული პეიზაჟი არხებით (1783) პავილიონი კასკადებით (1767) ნოტრ-დამის ხიდი, პარიზი (1756) ანტიკური თეატრი და ტრიუმფალური თაღი ორანჟში (1787) დავიწყებული ქანდაკება (1770) ანტიკური ნანგრევები ვია დე რიპეტა, რომი (1766) კოლოსეუმი (1763) ობელისკი პირამიდებთან (გაანადგურა ნაპოლეონის არმიამ) სვეტებიანი კიბე (1774) მხატვრები ძველ ნანგრევებს შორის (1796) ვილა ფარნეზე (კარდინალის, ალესანდრო ფარნეზეს სახლი), იტალია (1760) ვილა ფარნეზე (1559) თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: როგორ გახდა აფრიკა «ცივილიზაციის აკვანი». ლეგენდა რასების შესახებ «ვერცხლის ფარაონი» – ყველაზე გავლენიანი ფარაონებს შორის ნაკლებად ცნობილი ფაქტები, ძველი მსოფლიოს ცნობილი ძეგლების შესახებ 962 5-ს მოსწონს
|