x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უადგილო არტიფაქტი და კიდევ ერთი საიდუმლო, ჩვენი ისტორიული წარსულიდან

image


«უადგილო არტიფაქტი» — ეს ტერმინი ადამიანის მიერ შექმნილი, იმ ნივთების და ობიექტების აღსანიშნავად გამოიყენება, რომლებიც კაცობრიობის ისტორიამდელ პერიოდს დანეკუთვნება. ასეთი ნივთები ჩვენი პლანეტის სხვადასხვა კუთხეშია აღმოჩენილი. თითოეული მათგანი შემქმნელის მაღალტექნოლოგიურ მიღწევებზე მიუთითებს და ქანების ისეთ ფენებშია ნაპოვნი, რომლის ასაკი ბევრად აღემატება, ადამიანების დედამიწაზე გამოჩენის პერიოდს.
მეცნიერების მიერ დადგენილი და საყოველთაოდ აღიარებული თვალსაზრისის თანახმად, თანამდეროვე ადამიანი პლანეტაზე 200 000 წლის წინ გაჩნდა, ხოლო მისი უძველესი წინაპარი ― დაახლოებით, 6 მლნ. წლის წინ. ქვანახშირის ფორმირება, ბევრად უფრო ადრე, 300-350 მილიონი წლის წინ დაიწყო და მის ფენებში, ბურღის მსგავსი ხელსაწყოს დეტალის პოვნამ, მეცნიერები საგონებელში ჩააგდო.
ნაპოვნი არტიფაქტი, სავარაუდოდ, ორგანულ ნედლეულში მოხვდა, რომლიდანაც მოგვიანებით, ქვანახშირის ქანები ჩამოყალიბდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასობით მილიონი წლის წინ, დედამიწაზე უკვე არსებობდა განვითარებული ცივილიზაცია.
უცნაური აღმოჩენა, 1852 წლის 13 დეკემბერს, შოტლანდიის ანტიკვარების საზოგადოებას განსახილველად, ჯონ ბუკენენმა (ინგ. Buchanan) გაუგზავნა. ნივთს დართული ჰქონდა განცხადება, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ რკინის ხელსაწყოს ნაწილი, გლაზგოს რაიონში, ქვანახშირის ბელტში იყო ნაპოვნი. განცხადებაში ბუკენენი წერდა:

«მე სრულად ვიზიარებ გეოლოგიურ წრეებში მიღებულ თვალსაზრის, იმასთან დაკავშირებით, რომ ქვანახშირი ბევრად უფრო ადრე გაჩნდა პლანეტაზე, ვიდრე ადამიანი. მაგრამ, გამოცანად რჩება ის, თუ როგორ მოხვდა, აშკარად ადამიანის მიერ შექმნილი ხელსაწყო, ნახშირის ფენაში, რომელიც უდიდესი მასის დელუვიური ნალექის და დიდი ზომის ქვების ქვეშ იყო?

მე თქვენს საზოგადოებას ვუგზავნი ძალიან საინტერესა არტიფაქტს, რომელიც ერთი კვირის წინ გლაზგოს მიდამოებში იყო ნაპოვნი. ამ არტიფაქტმა ყურადღება იმიტომ მიიქცია, რომ ის 2 მეტრის სიღრმეზე იყო აღმოჩენილი.
სიტუაცია, რომ უფრო გასაგები იყოს, მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე წლის წინ, გზის ახალი ხაზი გაიხსნა, რომელსაც დიდი დასავლეთის გზა უწოდეს. ის ბოტანიკური ბაღისკენ მიდის, რომელიც როგორც იცით, გლაზგოს ჩრდ-დას-ით, 3 კმ-ის დაშორებით გადის. ამ გზის ერთი მონაკვეთის სისხლოვეს, მდებარეობს ბანკის ტერიტორია, სადაც ამ მომენტისტვის, ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული მშენებლობის ხელმძღვანელი ბ-ნი რობერტ ლინდსია ― მშენებელი, ხელოსანი და ძალიან პატივსაცემი ადამიანი. მისი ნდობა ნამდვილად შეიძლება. პირადად მე, მას ძალიან კარგად ვიცნობ. როდესაც მშენებლები შენობის საძირკველს ჭრიდნენ, დელუვიური და თიხანარევი ქვების ამოღების შემდეგ, 2 მ სიღრმეზე, მათ 55 სმ-ს სისქის ქვანახშირის ფილას წააწყდნენ, რომლის ქვეშ ქვიშაქვა იყო. მშენებლობის გასაგრძელებლად, ამ ნახშირის ამოღებაც საჭირო იყო.

imageაღწერილობის მიხედვით, ნახშირის ფენას ასეთი განლაგება უნდა ჰქონოდა.
imageქვანახშირი სიღრმიდან ამოღების შემდეგ, ბ-ნი ლინდსის სახელოსნოში გადაიტანეს, სადაც მისმა ძმიშვილმა, ასევე მშენებელმა რობერტ ლინდს-უმცროსმა, ნაქშირის ბელტების დანაწევრება დაიწყო. ერთ-ერთი ბელტის დაშლისას, მან რკინის ხელსაწყოს ნაწილი აღმოაჩინა. თავიდან ვერც ის და ვერც სხვები ვერ მიხვდნენ, თუ რა გადმოვარდა ნახშირის ფილიდან. მაგრამ როდესაც ნივთს ნახშირის ფენა მოაცილეს, ის დეტალი აღმოაჩინეს, რომელსაც თქვენ, იმ ნახშირის ნაწილთან ერთად გიგზავნით, რომელშიც ის იყო ნაპოვნი. მას შემდეგ, რაც ამ აღმოჩენის შესახებ გავიგე, შევხვდი ბ-ნ ლინდს და ყველაფერი დეტალურად გამოვკითხე. გარდა ამისა, შევხვდი მის ძმიშვილს და იმ ადამიანებს, ამ ნივთის აღმოჩენის მომენტში, სახელოსნოში რომ იმყოფებოდნენ და მათაც დამიდასტურეს, რომ ყველაფერი სწორედ ისე იყო, როგორც ზემოთ მოგახსენეთ. ხოლო ბ-ნმა ლინდსმა დამარწმუნა, რომ ამ ადამიანების ნდობა ნამდვილად შეიძლება».image

imageP. S. ქვანახშირის ბელტში აღმოჩენილი ბურღი გარდა, ასობით მილიონი წლის წინ, ჩამოყალიბებული ქანების ფენებში, ბევრი სხვა ნივთიც არის ნაპოვნი. მაგრამ, მათ შორის ყველაზე უძველესი, მასაჩუსეტსი შტატში (აშშ), 1851 წელს კარიერში აფეთქების დროს აღმოჩენილი, ვერცხლით ინკრუსტირებული, თუთიის ვაზა არის. ქანების ასაკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომელშიც ის იყო ნაპოვნი, ეს ვაზა 534 000 000 (534 მლნ.) წელის არის!imageimageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageაკრძალული არქეოლოგია

წყალქვეშა ნავები და მფრინავი ობიექტები ძველ მსოფლიოში

ჩვენი წარსულის წარმოუდგენელი საიდუმლო

გაიგეთ რა საიდუმლოს მალავს სფინქსი

5
935
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
935
  
2018, 21 მაისი, 23:02
დიდი მადლობა, გაიხარე
2018, 21 მაისი, 22:22
მეტი ასეთი სტატია. შენი სტატიები იმენა ბრდღვნის :))) ძაან მაგარია ;)
2018, 21 მაისი, 19:25
Artifacts - არტიფაქტები (ხელოვნურად გაჩენილი ან მომხდარი) წყარო: translate.ge
შენიშვნა: არტეფაქტი რუსულად არის – Артефакты
2018, 21 მაისი, 19:06
არტეფაქტი და არა არტიფაქტი.
0 1 5