x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
წყალქვეშა ნავი, რომელმაც დროს გაუსწრო

image

"Sub Marine Explorer", პანამა.


ხანგრძლივი დროის მანძილზე, ითვლებოდა, რომ წყალქვეშა ნავის კორპუსი, რომელიც პანამის ერთ-ერთ სანაპიროსთან არის, გერმანელებს ეკუთვნოდათ და II მსოფლიო ომის დროინდელი იყო. თუმცა, კვლევის შემდეგ, ის ბევრად უფრო ძველი და ძალიან საინტერესო გემის ნაშთი აღმოჩნდა.


image


ამერიკული წყალქვეშა ნავი, წარმოშვებით გერმანელი ინჟინრის, იულიუს კროლის (Julius H. Kroehl) მიერ იყო შექმნილი 150 წლის წინ – 1865 წელს. კროლმა და მისმა გუნდმა, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, თავიანთ დროს გაასწრეს. მაგრამ, "Sub Marine Explorer"- ს მათთვის წარმატება არ მოუტანია.


imageimage


კროლი, პანამის ნაპირებთან, კესონური* დაავადებით გარდაიცვალა, გემის გამოცდის დროს. მაშინ, კესონური დაავადების შესახებ, არაფერი იცოდნენ. ნავი დიდი სიღრმიდან ძალიან სწრაფად ამოდიოდა წყლის ზედაპირზე, იმ დროისთვის, უჩვეულო ტექნოლოგიების წყალობით, რაც შეკუმშული ჰაერის გამოშვებით, ბალასტის მოცილებაში გამოიხატებოდა. მაგრამ, დეკომპრესიის თავიდან ასაცილებლად, წნევის გათანაბრების აუცილებლობაზე, მაშინ არავინ არაფერი იცოდა.

image

* დაავადება, რომელიც ემართებათ წყალქვეშა სამუშაობებისათვის განკუთვნილ აპარატში – კესონში მომუშავეებს. დაავადება უკავშირდება ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვლილების გამო განვითარებულ სწრაფ დეკომპრესიას. (სამედიცინო ლექსიკონი)

2
1360
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1360
  
2016, 2 ოქტომბერი, 0:53
მადლობა, გაიხარე
2016, 1 ოქტომბერი, 22:52
საინტერესოა
0 1 2