x
image
ციცი
Mediator image
გიორგი ქისტაური საქართველოდან გაემგზავრა-"წავედი მე... ძალიან გული მწყდება..."

image
ყველაზე პოპულარული და სკანდალური ინტერნეტსახე გიორგი ქისტაური საქართველოდან ბელგიაში, დედასთან გაემგზავრა. სოციალური ქსელის "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქისტაური სტატუსს აქვეყნებს, სადაც იგი მეგობრებს და თბილისს ემშვიდობება. ხოლო მიდის იმის გამო, რომ მას საქართველოში კარიერული წინსვლის მხრივ გასაქანი არ აქვს.


"წავედი მე.
ძალიან გული მწყდება, რომ ჩემი ქალაქიდან მიწევს წასვლა, ჩემი თბილისიდან, ადგილიდან რომელიც ძალიან მიყვარს და ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს... ეს ის ადგილია სადაც იმდენი ცუდია რამდენიც კარგი, აქ ძალიან ბევრი მაგარი მოგონება მრჩება, ბევრი მეგობარი, ბევრი საყვარელი ადგილი... მომენატრება აქაური გართობა, გართობა რომელსაც ვერსად ვეღარ ვნახავ მსგავსს... სუნი, ამ ქალაქის ჩახუთული, მაგრამ სასიამოვნო სუნი.
ჩემი მეგობრები, რამდენი ახალი მეგობარი შევიძნე ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც ძალიან მიხარია, მიყვარხართ ძალიან...

არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ გავრბივარ საქართველოდან, უბრალოდ აქ მივხვდი, რომ გასაქანი არ გაქვს კარიერული წინსვლის მხრივ, მინდა ვაკეთო ის რასაც ვაკეთებდი ყოველთვის და ამ ყველაფერს ჩასვლის დღიდანვე დავუბრუნდები.
მომენატრება ყველაფერი რაც ამ ქვეყანასთან მაკავშირებს, ყველა ქუჩა
ძალიან ბედნიერი ვარ, დედა რამდენიმე საათში ისევ შენთან ვიქნები და ისევ ჩაგეხუტები.
დროებით თბილისო!"image

0
403
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
403
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0