x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ისტორიაში შესული 10 მეძავი

როდესაც ლუი XV, ნაპოლეონ ბონაპარტზე და მეფე კარლ II-ზე არის საუბარი, დამატებით კითხვებს არავინ იძლევა, რადგან ისინი ყველასთვის ცნობილი ისტორიული პიროვნებები არიან. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ ამ ცნობილი მამაკაცების ზურგს უკან, საყვარლები იდგნენ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, მათი მრჩევლები და მათი შვილების დედები იყვნენ.
ამ ქალებმა სამუდამოდ დაიმკვიდრეს სახელი ისტორიაში, მიუხედავად იმ სტატუსისა, რასაც ისინი ატარებდნენ. მიუხედავად მათი ყოფისა, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი, თავისი დროის შესაფერისად, ძალიან განათლებულები იყვნენ. ზოგიერთი მათგანი ნიჭიერი მხატვარი, მსახიობი და მკვლევარიც კი იყო. მათი ცხოვრება სავსე იყო საიდუმლოებებით და ინტრიგებით. ხოლო მამაკაცები, მათ გამო, ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები.


ფრინა

image


ფრინა — ერთ-ერთი კურტიზანელი ქალია, არც თუ ისე ბევრ კურტიზანელს შორის, რომლის სილამაზით აღფრთოვანება, ხელოვნების მუზეუმებში, დღესაც შეიძლება. ბერძენი ლამაზმანი სახელოვანი ფერმწერის, აპელესის და მოქანდაკე პრაქსიტელეს ნატურა იყო, ამ უკანასკნელმა, მხოლოდ მისი ნახვის შემდეგ გადაწყვიტა სიყვარულის ქალღმერთის აფროდიტას შიშველი ქანდაკების შექმნა. ფრინა იმდენად უზრუნველყოფილი და მდიდარი ქალი იყო, რომ მას, საკუთარი სახსრებით, ალექსანდრე მაკედონელის მიერ დანგრეული, თებეს კედლების აღდგენა უნდოდა. მაგრამ, ისევე როგორც სხვა მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, ის არ უყვარდათ და არც მისი გაკეთებული უნდოდათ რამე. ერთხელ ის სასამართლოს წინაშეც წარსდგა და თავისი სიმართლის დამტკიცებაც შეძლო. მან სასამართლოს მსვლელობის დროს, სამოსი გაიხადა და როდესაც ბერძნებმა მისი ლამაზი სხეული ნახეს, გაამართლეს. იმ პერიოდში ბერძნებს სჯეროდათ, რომ ლამაზ სხეულში უნაკლო სული იყო, რომელიც ტყუილს არ იკადრებდა.

image

ვერონიკა ფრანკო


image
ვერონიკა ფრანკო აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი იყო ვენეციაში. მას პარტნიორული ურთიერთობა მხოლოდ დიდგვაროვნებთან ჰქონდა და მისი სახელი ღირსეული კურტიზანელების სიაში ეწერა. გარდა ამისა, ვერონიკა ცნობილი პოეტი და პრესტიჟული ლიტერატურული სალონის წევრი იყო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა იმ დროის ცნობილ მწერლებთან და ფილოსოფოსებთან. მისი ნამუშევრები მისსავე სიცოცხლეში ქვეყნდებოდა. ვერონიკამ შექმნა სპეციალური ფონდი, კურტიზანელი ქალების და მათი შვილების დასახმარებლად. როდესაც ქალაქში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა, ის ჯადოქრობაში და ერესის გავრცელებაში დაადანაშაულეს, მაგრამ სასამართლოზე თავს ისე მჭერმეტყველად იცავდა, რომ გაამართლეს.


imageქალბატონი დიუბარი

image
გრაფინია დუბარი (მარი ჟანა ბეკუ), საფრანგეთის სამეფო კარზე, ცნობილი იყო, როგორც ლუი XV ფავორიტი ქალი. მარი ბეკუმ კურტიზანული “კარიერა" პარიზში დაიწყო და სულ მალე, ბევრი არისტოკრატის ყურადღება მიიქცია. სწორედ იმ პერიოდში შეამჩნია ის საფრანგეთის მეფემ და მაშინვე გრაფს მიათხოა, რომ სამეფო კართან დაახლოებული პირი გამხდარიყო. მეფის სიკვდილის შემდეგ, ის მონასტერში გამოკეტეს, ხოლო რევოლუციის დროს, სიკვდილით დასაჯეს გილიოტინაზე.

imageსალი სელისბერი

image
სალი სელისბერი XVIII საუკუნის ლონდონში ყველაზე გაბედული და პოპულარული მეძავი იყო. 14 წლის ასაკში ის უკვე არისტოკრატებისთვის განკუთვნილ პრივილეგირებულ ბორდელში მუშაობდა. სახელგანთქმული იყო სილამაზით, იუმორის გრძნობით და სიფიცხით. სწორედ ამის გამო, დაისაჯა კიდეც — მან ერთ-ერთ კლიენტს დანა ჩაარტყა ოპერის 2 ბილეთისთვის. ის ციხეში მოხვდა და იქვე გარდაიცვალა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

imageნელ გვინი

image
ნელ გვინი ინგლისის მეფის ჩარლზ II ფავორიტი იყო და მეფეს მან 2 ვაჟი გაუჩინა. ვიდრე მეფეს გაიცნობდა, თეატრში მუშაობდა და ყველასთვის საყვარელი, უნიჭიერესი მსახიობი იყო, რომელიც განსაკუთრებით კარგად კომედიურ როლებს თამაშობდა. ნილს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ დროებით ურთიერთობებზე უარს ამბობდა. მხოლოდ ერთ ადამიანს ვერ გაუწია წინააღმდეგობა, იმის გამი, რომ ის ინგლისის მეფე იყო.

imageკორა პერლი

image
ემა ელიზაბეთ კრაუჩი ლონდონში დაიბადა მეცხრამეტე საუკუნის 40-იან წლებში, სწავლობდა საფრანგეთში, სამონასტრო სკოლაში. იყო კარგად აღზრდილი და განათლებული. ინგლისში დაბრუნების შემდეგ, მსახიობობა გადაწყვიტა. თან სწავლობდა და თავს პროსტიტუციით ირჩენდა. შემდეგ საერთოდაც მდიდარი კაცების ხარჯზე დაიწყო ცხოვრება. ერთ-ერთან ერთად, პარიზში გაემგზავრა და იქვე დარჩა. მან ფსევდონიმი აიღო და მსახიობობა დაიწყო, მაგრამ კარიერა ვერ აიწყო და ისევ ძველ საქმიანობას დაუბრუნდა. მისი მფარველები, იმდროინდელი პარიზის, მხოლოდ არისტოკრატები და ცნობილი ადამიანები იყვნენ.

imageკეტრინ უოტერსი

image
XIX საუკუნეში ამ ლამაზმანს მთელი ლონდონი ეთაყვანებოდა. ის ცნობილი კურტიზანი და მოდისა და სტილის დამამკვიდრებელი იყო ბრიტანეთის დედაქალაქში. კაცები მასზე გიჟდებოდნენ, ხოლო ქალები ჩაცმაში და ვარცხნილობაში ბაძავდნენ. ის კარგად განათლებული ქალბატონი იყო და ძალიან მდიდარი მფარველები ჰყავდა. კეტრინს ყოველთვის ძალიან ვიწრო, სხეულზე მომდგარი სამოსი ეცვა და როდესაც ცხენზე ამხედრებული სეირნობდა, მთელი ჰაიდ-პარკი მის სანახავად გარბოდა. მის საყვარლებს შორის იყვნენ მეფე ედუარდ VII და ნაპოლეონ III. სხვა კურტიზანებისგან განსხვავებით, რომლებმაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები სიღარიბეში გაატარეს, ის სიცოცხლის ბოლომდე შეძლებული იყო და 80 წლის ასაკში დატოვა ეს ქვეყანა.

imageლულუ უაიტი

image
1897 წელს, ახალი ორლეანის ხელისუფლებამ, იმისთვის რომ პროსტიტუციის “სფერო" დაერეგულირებინა, მისი ლეგალიზაცია მოახდინა, რასაც საფუძვლად, ის სქემა დაედო, რომელიც ჰოლანდიაში და გერმანიის საპორტო ქალაქებში უკვე აპრობირებული იყო.

XX საუკუნის დასაწყისში, ახალი ორლეანის «წითელი ფარნების» ქუჩაზე, ლულუ უაიტის ბორდერი იყო, სადაც მამაკაცს, ქალთან ერთად, ღამის გათევა შეეძლო, იქ არსებული 15 ოთახიდან ერთ-ერთში. ასეთ დაწესებულებებში აფროამერიკელებს არ უშვებდნენ, მაგრამ ლულუს ბორდელი ჯაზის მოყვარულების თავშეყრის ადგილად იქცა, სადაც შავკანიანი მუსიკოსები უკრავდნენ. ლულუ უაიტი იმ დროისთვის ნაკლებად ცნობილ მუსიკოსებს იწვევდა, რომ იქ მისული მამაკაცებისთვის მყუდრო ატმოსფერო შეექმნა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს მუსიკოსები ცნობილი ვარსკვლავები გახდნენ. ლულუ უაიტის სახელი ლუი ამსტრონგის სიმღერაში «Mahogany Hall Stomp» არის ნახსენები.

image

თავზეხელაღებული ჯეინი

image
მარტა ჯეინ კანარი ბერკი, იგივე თავზეხელაღებული ჯეინი, ამერიკის ველურ დასავლეთში ცხოვრობდა და ინდიელების წინააღმდეგ იბრძვოდა. მაგრამ ვიდრე სამხედრო კომპანიაში ჩაერთვებოდა, ვაიომინგში, ბრიჯერის ფორტში, მეძავობით იყო დაკავებული. მეტსახელი «თავზეხელაღებული» მას გენერალმა შეარქვა, იმის გამო, რომ მან ერთ-ერთი ბრძოლის დროს, დაჭრილი გენერალი ცხენზე შემოისვა და სიკვდილს გადაარჩინა.

image

სადა აბე

image
სადა აბე ბავშვობიდან გეიშობაზე ოცნებობდა და ამ ხელოვნებას რომ დაუფლებოდა, იოკოგამას გეიშების სკოლაშიც კი სწავლობდა. თუმცა, შედეგად, ჯერ კვაზიგეიშა (მის ფუნქციაში მხოლოდ სექსუალური მომსახურება შედიოდა) გახდა, ხოლო შემდეგ – მეძავი. სადა აბეს შესახებ, მთელმა იაპონიამ და შემდეგ, მსოფლიომ, მას შემდეგ გაიგო, რაც ის საყვარლის მკვლელობისთვის დააპატიმრეს. სადა მანიაკალურად ეჭვიანი იყო და სწორედ ამ ნიადაგზე, კაცი საწოლში ჯერ ბალიშით გაგუდა, ხოლო შემდეგ – სასქესო ორგანოები მოაჭრა და თან წაიღო.

1
1817
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1817
  
2018, 6 ოქტომბერი, 23:12
არაჩვეულებრივი სტატიაა!
0 1 1