x
image
ციცი
Mediator image
"არ გადაგვჭამეს ამ ევა, ევა, ევაა... ეხლა არავინ მეტაკოს..."
image
მოდელი და მსახიობი შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელზე ერთ-ერთი ქალბატონის კომენტარს ასაჯაროებს, რომელიც დედა-შვილის პოპულარობით ძალიან გაღიზიანებულია. შორენა ფოტოს ასეთი წარწერით აქვეყნებს:

"ევა ბარბაქაძე დაასვენე ნანა დეიდა, თორე შენც შეგჭამს..."image

აი, რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქალბატონი ევას და შორენას შესახებ:

"მარტო პოპულარულის შვილობაა საკმარისი?! არ გადაგვჭამეს ამ ევა, ევა, ევაა... ნუ დაგვღალეთ, ხომ კარგადაა? ხოდა დაგვასვენეთ მაგ დედა-შვილისგან, ისედაც ბევრი საჭირბოროტო საქმეებით ვართ გადაქანცულები. მე კი ასე ვიტყოდი: ყველა გაჭირვებული-ავადმყოფი ქართველი ბავშვები გამოჯანმრთელებულიყოს უფლის ლოცვა-კურთხევით, მათ ხომ არავინ ეხმარებათ? და რომ არც არავის სთხოვენ დახმარებას საცოდავი მშობლები, არავის აწუხებენ... ეხლა არავინ "მეტაკოს", თავი შეიკავეთ და გინდათ ხვალვე გადაურიცხეთ შორენას 100 000 დოლარი, ახალი მანქანა ხომ უნდა იყიდოს, ფუი თქვენი!"


ამ სტატუსს უამრავი კომენტარი მოყვა და ნანა დეიდას შორენას მეგობრების რისხვა დაატყდა თავს:

"ქ-ნო ნანა დეიდა, მოდით ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ არ იცით ვინ ეხმარება დანარჩენ გაჭირვებულ ხალხს, რაზეც ცოტა არ იყოს უნდა "დაოკდეთ". შენ უბრალოდ ხარ ბოღმით სავსე ადამიანი რომელიც ქვემოთ მოცემულ ფოტოში უჟასივით იღიმება! ეს ფოტო რომ არ მენახა ოთხის 40 წუთზე კაი იქნებოდა იმიტომ, რომ ამ საღამოს ვერ დავიძინებ მართლა. ამიტომ ეგ თქვენი ბოღმა შეინახეთ, ან თქვენიანებთან ანთხიეთ და არა კომენტარებში."

"ცოტა ნაკლები რომ გესვა და გეჭამა ნანა დეიდა, ყველა გაჭირვებულ და ავადმყოფ ბავშვებს ეყოფოდა მთელს საქართველოში ის თანხა და საკვები. ეხლა მივხვდი ვის მუცელში მიდის საქართველოს ბიუჯეტი..."

"ანგელოზივით ბავშვზე ბოღმას ანთხევს და სხვა ბავშვებს ლოცავს...ფუ შენი ფარისეველი სული მართლა!"

"ღმერთმა დაგლოცოთ ორივე დედა-შვილი..ძაან მიხარია, რომ კარგად გხედავთ....ბოღმა ხალხს რა გამოლევსსსს...."

"ქალი ბოგმა და უზრდელი ... დგემდე არ გამნელებია იმ საზარელი ინფორმაციის სიმწარე როდესაც ევას გადმოვარდნის ამბავი გავიგე. ყოველდღე ვათვალიერებ მის სურათებს და გული სიხარულით მევსება. შორენამ და ევამ შეუძლებელი შეძლეს... მთავარია ევა კარგადაა და რა მნიშვნელობა აქვს ხალხო ერთუჯრედიანები რას იტყვიან..."

" გაფუჭებულ კონსერვის ქილას ჰგავს, რომელიც ამოხეთქვას ცდილობს... და სადაც არის გასკდეს უნდა... სულით გაფუჭებულ ადამიანს არც ის ანაღვლებს რომ თვითონაც დედაა და არც ის სხვა რას განიცდის როცა შვილი ცუდად ჰყავს..."

" უი დედა, რა გამწარებულია რომ სტატუსიც დადო ამ თემაზე, განა რა ჯობია იმის აღიარებას, რომ ამ ბედკრულ ქვეყანაში ერთს მაინც ეშველა და ეს რა ძალიან მაგარია, ხო ევა ნანა დეიდა აღარ გააბრაზო, მართლა არ შემოეჭამო ბოღმისაგან..."


ევას ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, იგი თავს შესანიშნავად გრძნობს, იმიჯიც შეიცვალა და Memoria-ს სახე გახდა.

image

0
1347
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0