შოუბიზნესი 9 ვიდეოკლიპი, რომლის ნახვების რაოდენობამ YouTube-ზე 1 მილიარდს გადააჭარბა 2016, 8 სექტემბერი, 10:08 ყოველდღიურად YouTube-ზე ასობით ვიდეო იდება. ბევრი მათგანი პოპულარული ხდება. თუმცა, მხოლოდ 9 ვიდეოკლიპმა შეძლო მილიარდიანი ბარიერი გადალახვა. ეს კლიპებია: PSY Gangnam Style — 2 638 987 350 ნახვა (8.09.2016) ეს პირველი და ერთადერთი ვიდეოკლიპი არის, რომლის ნახვების რაოდენობამ 2 მილიარდს გადააჭარბა. კლიპი სხვა მაჩვენებლებითაც ლიდერობს: აქვს ყველაზე მეტი დადებითი შეფასება და ყველაზე მეტი კომენტარი. Justin Bieber - Baby ft. Ludacris — 1 445 119 794 კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი იყო პირველი მომღერალი, რომელმაც კლიპით «Baby» (2010 წ.) 1 მლრდ. ნახვა დააგროვა, მაგრამ შემდეგ პირველობა ზემოთ ხსენებულ კლიპს დაუთმო. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი ძალიან პოპულარულია და ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, YouTube-ზე მან კიდევ ერთი რეკორდი მოხსმა – მას, ამ ქსელში, ყველაზე მეტი უარყოფითი შეფასება აქვს. Taylor Swift - Blank Space — 1 748 625 929ტეილორ სვიფტის პირველი კლიპი, რომელმაც მილიარდიანი ბარიერი გადალახა, «Shake It Off» იყო. სამი თვის შემდეგ მოხდა მისი ახალი კლიპის – «Blank Space» პრეზენტაცია, რომელმაც წინამორბედის წარმატება გაიმეორა და მალე ნახვებით გაუსწრო კიდეც. Katy Perry - Dark Horse (Official) ft. Juicy J — 1 519 879 868Katy Perry - Roar (Official) — 1 532 159 891 კეტი პერი მომღერალი, კომპოზიტორი, სიმღერების ავტორო, მსახიობი და გაეროს კეთილი ნების ელჩი არის. პირველი სინგლი, რომლითაც მან ყურადღება მიიქცია და პოპულარობა მოიპოვა «I Kissed a Girl» (2007 წ.) იყო. ხოლო 2013 წელს მისი ახალი სიმღერა «Roar» გახდა მსოფლიო ჰიტი, რომელიც ერთდროულად 17 ჩარტის სათავეში მოექცა. Enrique Iglesias - Bailando (Español) ft. Descemer Bueno, Gente De Zona — 1 588 826 608თავისი კარიერის მანძილზე, ენრიკე ეგლესიასმა 40-ზე მეტი სინგლი და 10 სტუდიური ალბომი ჩაწერა, რომლებიც 116-ჯერ გახდა პლატინის, 227-ჯერ – ოქროსი, ხოლო ალბომების გაყიდვების საერთო რაოდენობამ 100 მლნ.-ს გადააჭარბა. კლიპს «Bailando» 1 წელზე ცოტა მეტი დრო დასჭირდა, რომ მილიარდიანი კლიპების სიაში მოხვედრილიყო. Taylor Swift - Shake It Off — 1 625 279 856ტეილორ სვიფტი და კეტი პერი არიან მომღერლები, რომელთა სახელები 2-ჯერ მოხვდა 1 მილიარდზე მეტჯერ ნანახი კლიპების სიაში. Meghan Trainor - All About That Bass — 1 512 693 628მეგან ტრაინორი არამარტო მომღერალი და კომპოზიტორი, პროდიუსერიც არის. ის პირველად 1010 წელს გამოჩნდა სცენაზე, სიმღერით «You're Good With Me» და დღეს უკვე მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. Mark Ronson - Uptown Funk ft. Bruno Mars — 1 823 865 957სინგლი «Uptown Funk»-ს პრეზენტაცია 2014 წლის ბოლოს მოხდა და ის მაშინვე მოექცა ბრიტანეთის, აშშ-ს, კანადის და სხვა ქვეყნების ჩარტების სათავეში. 2015 წლის სექტემბერში, სიმღერაზე შექმნილი ვიდეოკლიპიც გამოჩნდა, რომელსაც მილიარდიანი ბარიერის გადალახვა არ გასჭირვებია. 195 13-ს მოსწონს
|