საზოგადოებრივი შეთქმულების თეორია, რომელსაც რეალური საფუძველი გააჩნია 26 აგვისტო, 8:41 მსოფლიოში ბევრი შეთქმულების თეორია არსებობს, მათ შორის არის თეორია, დედამიწის სიღრმეში, სიღრუის არსებობის შესახებ. თუმცა, ნუ ჩათვლით მას გამოგონილ ისტორიად. იდეა, იმის შესახებ, რომ დედამიწის შიგნით ბირთვის ნაცვლად, სიღრუე არის, ჯერ კიდევ უძველესი ფილოსოფოსებისგან და სწავლულებისგან მოდის. ჩვენ კი, მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ იმის გარკვევას შევეცადოთ, შესაძლებელია რომ ეს ასე იყოს, თუ არა? ძველ ფილოსოფოსები, პლანეტაში სიღრუის არსებობის შესახებ პირდაპირი არა, მაგრამ არსებობს ირიბი მტკიცებულება, რომ დედამიწის შიგნით არსებობს სივრცე, რომელშიც სხვა ცივილიზაციები ცხოვრობენ. ამის შესახებ ჯერ კიდევ ძველი ფილოსოფოსები საუბრობდნენ. ხოლო, მრავალი ერის რელიგია, ძველად ამტკიცებდა, რომ მიწის ქვეშ არსებობდა სამყარო, რომელშიც ადამიანები, ან ადამიანების მსგავსი არსებები ცხოვრობდნენ. პირველი თეორია დედამიწაში სიღრუის არსებობის შესახებ, შეიძლება, არც დაიჯეროთ, მაგრამ პლატონს ეკუთვნის. მისი აზრით, ლოგიკური იქნებოდა იმის დაშვება, რომ ჩვენი პლანეტა სფეროს წარმოადგენს, რომლის შიგნით სიღრუეა. ცნობილი ფილოსოფოსის თვალსაზრის, დედამიწასთან დაკავშირებით, მისი მოსწავლე და ასევე გამოჩენილი მეცნიერი, არისტოტელეც იზიარებდა. ხოლო, გალილეო გალილეი თვლიდა, რომ დედამიწას, მართალია, ბირთვი ჰქონდა, მაგრამ მასას და ქერქს შორის, სიღრუე არსებობდა, სადაც ატმოსფერო, ფლორა და ფაუნა არსებობდა. გარდა ამისა, არსებობს რუკები, რომელზეც სიღრუეში დედამიწის მოწყობილობა არის ნაჩვენები. ამ თეორიის მიმდევრების აზრით, შიდა სამყარო ისეთივეა, როგორიც გარე: არსებობს ცა, ზღვა, მთები და მზეც კი არსებობს... და ამ სამყაროში ჩვენზე განვითარებული ცივილიზაცია ცხოვრობს, რომელსაც პლანეტაზე მცხოვრებ ადამიანებთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ გააჩნია. მიზეზი კი — ჩვენი გარე სამყაროსთან არაგონივრული დამოკიდებულება და აგრესიულობისკენ მიდრეკილება არის. გეოგრაფიული პოლუსები — დედამიწის შიდა სამყაროს ჭიშკრები როგორც აღნიშნული თეორიის მიმდევრები ამტკიცებენ, პლანეტის შიდა სამყაროში მოხვედრა პოლუსებიდან შეიძლება. ხოლო, ჩვენზე დაკვირვების მიზნით, ადამიანები შიდა მხარიდან, საფრენი აპარატებით (ამო) მაღლა ამოდიან. ვერსიას იმის შესახებ, რომ პლანეტის პოლუსებზე პორტალებია განლაგებული, ამერიკელი მეცნიერების ერთი ნაწილიც ეთანხმება. გარდა ამისა, როგორც ამბობენ, ადმირალი ბერდი (Richard Evelyn Byrd (1888 – 1957 წწ.)), რომელიც ანტარქტიდის ექსპედიციას ხელმძღვანელობდა, სამხ. პორტალში შევიდა და იქაურ ცივილიზაციასთან კონტაქტი დაამყარა*. სწორედ იმის გამო, რომ პოლუსების მიდამოებში, დედამიწის სიღრმეში შესასვლელი პორტალებია, ეს ტერიტორია უცხო პირთათვის დახურულია. იქ უკვე წლებია, უამრავი სამეცნიერო–კვლევითი ბაზა მდებარეობს. თუმცა, რას იკვლევენ — გაურკვეველია. აკრძალული ტერიტორიის ნახვა რუკაზეც არ შეიძლება, რაც დედამიწაში სიღრუის არსებობის თეორიის მომხრეებისთვის, დამატებითი მტკიცებულების საფუძველს წარმოადგენს — ამბობენ, რომ აღნიშნული ზონები სპეციალურად არის გასაიდუმლოებული. ეჭვის საფუძველს ისიც იძლევა, რომ აღნიშნული ტერიტორიის ონლაინ რეჟიმში დათვალიერების შემთხვევაში, მის თავზე ყოველთვის ღრუბელი სქელი ფენაა, რომელიც არასდროს იფანტება. და უფრო მეტიც, სატელიტები არასოდეს დაფრინავენ ზუსტად პოლუსების თავზე. ისინი ორბიტიდან სწორედ მაშინ უხვევენ, როდესაც გეოგრაფიულ პოლუსებს უახლოვდებიან. ერთადერთი ფოტოზე, რომელიც ამერიკელმა მკვლევარმა გადაიღო, კარგად ჩანს, რომ დედამიწის ზედაპირზე, პირდაპირ ჩრდ. პოლუსზე, გიგანტური ზომის ხვრელი მდებარეობს. სავსებით შესაძლებელია, რომ სხვა ფოტოებიც არსებობდეს, მაგრამ გასაიდუმლოებული იქნება, ისევე, როგორც სხვა ინფორმაცია, აღნიშნული რეგიონების შესახებ. რაც შეეხება ანტარქტიდას, იქ კვლევები გრძელდება და უამრავი საოცარი აღმოჩენის მომსწრენი ვხდებით: მეცნიერები პოლუსის მახლობლად, ხან პირამიდებს პოულობენ და ხან უცნობი ცხოველების ძვლებს... და სიმართლე რომ ითქვას, შეთქმულების თეორიის გარდა, რეგიონში სხვა, უამრავი პრობლემა არის: მაგ., ყინულზე გამუდმებით ჰაერის თბილი ნაკადები მოქმედებს და მის დნობას იწვევს, რაც თავის მხრივ, გლობალური კატაკლიზმების მიზეზი ხდება. * საუბარი იმის შესახებ, რომ ადმირალი რიჩარდ ბერდი, თავისი ანტარქტიდული ექსპედიციის დროს, სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლებს დაეკონტაქტა, ჯერ კიდევ მისი სიცოცხლის პერიოდში დაიწყო, ხოლო სახელგანთქმული მკვლევარის გარდაცვალების შემდეგ, კიდევ უფრო გაძლიერდა. ამ ისტორიის დავიწყების საშუალებას კი, აშშ–ს ხელისუფლების პოზიცია არ იძლევა, რომელიც თითქმის 60 წლის მანძილზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს, რითაც ადამიანების ინტერესს უფრო მეტად აღვივებს. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* ამ პლანეტაზე წინაპრები არა გვყავს – ჩვენი სამშობლო, სხვა პლანეტაა...* ფოტოზე აღბეჭდილი 20 წარმოუდგენელი მომენტი* არც საფუარია საჭირო და არც საათობით ლოდინი – ფუმფულა ღვეზელი, ნებისმიერი გულსართით* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ
792 4-ს მოსწონს
|