პოლიტიკა პოზნერმა სტალინს «ერთ–ერთი ყველაზე დიდი დამნაშავე» უწოდა 2021, 9 აპრილი, 15:51 რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმერ პოზნერმა შეაფასა რა, სტალინის როლი სსრ კავშირის ისტორიაში, ქვეყნის ყოფილ ბელადს ერთ–ერთი ყველაზე დიდი დამნაშავე უწოდა. როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, სწორედ მან შექმნა გულაგის (ГУЛаг – Главное управление исправительно–трудовых лагерей и колоний (შრომითი–გამოსწორების ბანაკების და კოლონიები მთავარი სამმართველო) და მოსახლეობის იძულებითი დეპორტაცია განახორციელა.
— თქვენი შეკითხვის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სტალინს ისეთი საშინელი არაფერი ჩაუდენია, რაც სხვებს არ გაუკეთებიათ? ამ პრინციპით, ჰიტლერიც არ უნდა გავასამართლოთ, რაზეც ნიურნბერგის ტრიბუნალი ნამდვილად არ დაგეთანხმებათ, — დაწერა ჟურნალისტმა საკუთარ საიტზე. გარდა ამისა, პოზნერმა ყოფილი საბჭოთა ლიდერის სხვა ისტორიულ მოღვაწეებთან შედარებას არაკორექტული უწოდა და აღნიშნა, რომ ამგვარი პარალელები კრიტიკასაც კი ვერ უძლებს... — მე ვთვლი, რომ სტალინი, კაცობრიობის ისტორიაში, ერთ–ერთი ყველაზე დიდი დამნაშავე, რომელიც სასამართლოს წინაშე აუცილებლად წარსდგება — დაასკვნა მან. 123 4-ს მოსწონს
|