პოლიტიკა ნაკლებად ცნობილი ფაქტები დონალდ ტრამპის შესახებ 2017, 27 ივლისი, 9:57 «ჩასწორებული» გვარი დღეს ამერიკის პრეზიდენტი არა ტრამპი, არამედ დრამპფი იქნებოდა, რომ არა დონალდ ტრამპის პაპა, ბავარიელი ემიგრანტი, ფრედერიკ დრამპფი, რომელმაც გერმანიიდან ამერიკაში ჩასვლისთანავე, გვარი შეიცვალა – «ევროპული» გვარი, უფრო მჟღერად და ამერიკელებისთვის მისაღებ და გასაგებ გვარად გადაიკეთა. ტრამპების ოჯახი აშშ-ში 1885 წლიდან ცხოვრობს. ნაციონალისტი და ცოტა რასისტი დონალდ ტრამპის ყველაზე ცნობილი საჯარო გამონათქვამები: * «მე ძალიან მაღალ კედელს ავაშენებ ჩვენი ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე და მის საფასურს მექსიკას გადავახდევინებ». * «მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა შავებთან». * «ადამიანების ერთადერთი ტიპი, ვისაც ჩემი ფულის დათვლის უფლებას ვაძლევ, — ეს ტანმორჩილი ბიჭები არიან, კიპებში (ებრაელების ეროვნული თავსაბურავი)». შეთქმულების თეორიის მომხრე ტრამპს სჯერა შეთქმულების თეორიების და სხვადასხვა სახის «ყვითელი» ჭორების. ოჯახის კაცი ტრამპი 3-ჯერ არის დაქორწინებული. ამასთან, მისი ორი ცოლი — პირველი და ბოლო, აღმოსავლეთ ევროპიდან არის. ხოლო, მისი მეორე ცოლი ამერიკელი იყო. ტრამპს 5 შვილი და 6 შვილიშვილი ჰყავს. შოუ-ბიზნესის მოყვარული მას შემდეგ, რაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, ინტერნერში გავრცელდა კადრი ფილმიდან «მარტო სახლში-2: ნიუ-იორკში დაკარგული» (1992). მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტრამპისთვის, მის მიერ შესრულებული, არც პირველი და არც ბოლო როლი იყო. ბავშვობაში ამერიკის პრეზიდენტი მსახიობობაზე ოცნებობდა, მაგრამ შემდეგ, მაინც მამასთან დაიწყო მუშაობა, კომპანიაში. თუმცა, საკუთარ ოცნებაზე უარი მაინც არ უთქვამს და დროდადრო ეკრანზე ჩნდებოდა. და შეიძლება ითქვას, რომ ის, არც თუ ისე ცუდი მსახიობია. მაგალითად, ტრამპი 2-ჯერ იყო ნომინირებული პრემია – «ემზე», სერიალებში («ძიძა», «პრინცი ბევერლი-ჰილზიდან», «ჩვენი ცხოვრების დღეები») კომედიური როლების და ფილმში «პატარა არამზადები» (1994) სახასიათო როლის შესრულებისთვის. რაც შეეხება კინო-დებიუტს, ის 1989 წელს, ფილმში «აჩრდილებს ამის გაკეთება არ შეუძლიათ» შესდგა. და უნდა ითქვას, რომ ისე, აშშ-ს მომავალი პრეზიდენტისთვის, წარუმატებული აღმოჩნდა. ფილმში შესრულებული მეორე ხარისხოვანი როლისთვის, მან ანტიჯილდო, «ოქროს ჟოლო» მიიღო. მსახიობობის სურვილი «გადამდები» აღმოჩნდა და ფილმში «ზულენდერი» (2001), დონალდ ტრამპთან ერთად, მისმა მეუღლემ, მელანია ტრამპაც მიიღო მონაწილეობა! საერთო ჯამში, სერიალებს თუ არ ჩავთვლით, ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის ფილმოგრაფიაში 10 როლია. მართალია, ყველა ეპიზოდური, მაგრამ «დიდი და პატარა როლები ხომ არ არსებობს»?! თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: დონალდ ტრამპის სახლი და ბედნიერი ოჯახი დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი ნათესავები ყოფილან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები, ერთის გარდა, ნათესავები არიან 506 7-ს მოსწონს
|