x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«შენ საკუთარი სიკვდილით არ მოკვდები!» – ცნობილ რუს მსახიობს ემუქრებიან
image


დრო მიდის და ირგვლივ ყველა და ყველაფერი იცვლება. ერთ დროს, ყველასთვის ცნობილმა მდივანმა ვეროჩკამაც, ფილმიდან «სამსახურებრუვი რომანი» (1977), ცვლილებების საკუთარი წილი განიცადა.
ხსენებული ფილმის ეკრანებზე გამისვლის შემდეგ, უკვე 40 წელი გავიდა და ვეროჩკას როლის შემსრულებელი ლია ახეჯაკოვა, ამ როლის გარდა, თავისი კინო და თეატრალური კარიერის მანძილზე, 300-ზე მეტი როლი ითამაშა. არის რუსეთის სახალხო არტისტი. მიღებული აქვს პროფესიური ჯილდოები და მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის პრემია (2013), კატეგორიაში – «ადამიანის უფლებების დაცვა კულტურისა და ხელოვნების საშუალებებით».


image


ლია ახეჯაკოვა 1938 წელს ქ. დნეპროპეტროვსკში (უკრაინა) დაიბადა. მისი მშობლები თეატრში მუშაობდნენ. მამა, მეჯედი მთავარი რეჟისორი იყო, ხოლო დედა – მსახიობი.


image


ლია პატარობიდანვე მსახიობობაზე ოცნებობდა. ის ფაქტიურად თეატრში გაიზარდა. მონაწილეობას იღებდა საბავშვო სპექტაკლებში. მაგრამ, სკოლის დამთავრების შემდეგ, გადაწყვიტა, რომ სათანადო ნიჭი არა ჰქონდა და მოსკოვის ფერადი ლითონების ინსტიტუტში ჩააბარა.


image


წელიწადნახევრის შემდეგ, მიხვდა რომ თეატრის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და ისევ სცენას დაუბრუნდა. მან თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტში (ГИТИС) ჩააბარა, რომელიც 1962 წ. წარმატებით დაამთავრა.

1968 წლიდან ახიჯაკოვას კინოშიც იღებდნენ, თუმცა საეტაპო ფილმი მის კინოკარიერაში, ელდარ რიაზანოვის «სამსახურებრუვი რომანი» აღმოჩნდა. სწორედ ამ ფილმით შეიყვარა ის მრავალმილიონიანმა საბჭოთა მაყურებელმა.


image


ასაკის მიუხედავად (79), ის დღესაც აგრძელებს კინოკარიერას და აქტიურ მონაწილეობას ღებულობს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში. მას ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო, საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირების არასდროს ეშინოდა. ხოლო, 2011 წლიდან დღემდე, მოსკოვში გამართული, ყველა საპროტესტო აქციის (მიტინგები, მშვიდობის მარშები) აქტიური მონაწილეა. შეკრებილი საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ცნობილი მსახიობი ყოველთვის ახალგაზრდებს მიმართავს და სთხოვს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ხელისუფლების მხარდამჭერ აქციებში.

მსახიობი ყოველთვის მზად არის სამართლიანობისთვის ბრძოლისთვის და საჭიროების შემთხვევაში, ყველას ეხმარება – ზოგს სიტყვით, ზოგს საქმით. მაგრამ, რამოდენიმე დღის წინ (13.09.2017) «რადიო თავისუფლებისთვის» მიცემულ ინტერვიუში, მან განაცხადა, რომ ბოლო დროს, მუქარის წერილებს იღებს, ანონიმი არაკეთილმოსურნეებისგან: «აი წერილები, რომლებშიც მწერენ, რომ მე საკუთარი სიკვდილით არ მოვკვდები და ჭუჭყიან სადარბაზოში ამომხდება სული. წერილის ბოლოს კი ჯვარი არის მიხატული».


image


თუმცა, მუქარის მიუხედავად, კორესპონდენტის კითხვაზე, ხომ არ აპირებს ის რუსეთიდან გამგზავრებას, ახეჯაკოვამ უპასუხა: «არა, არასდროს. იმედი მაქვს, რომ ეს ვიღაცის ან ვიღაცეების სულელური ხუმრობა არის და რომ, «საყვარელ ლია ახეჯაკოვას» ყველაფერი კარგად ექნება».

0
586
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
586
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0