x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სსრ კავშირი უცხოპლანეტელებმა დაშალეს?

სსრ კავშირის არსებობის ბოლო წლებში მნიშვნელოვან უფოლოგიურ მოვლენას ჰქონდა ადგილი — TASS-ის (რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო) ინფორმაციით, 1989 წლის 27 სექტემბერს ვორონეჟში ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დაეშვა. ესპანელმა ჟურნალისტმა დანიელ უტრილამ (Daniel Utrilla), 32 წლის წინ მომხდარი, ეს იდუმალი მოვლენა გაიხსენა და მისი სსრ კავშირის დაშლის ფაქტთან კავშირის დადგენას შეეცადა.


image


აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, «მოსკოვიდან სამხ–აღმოსავლეთით, 500 კმ-ის დაშორებით, ამო-ს დაჯდომის ფაქტი, ვორონეჟის გეოფიზიკური ლაბორატორიის მეცნიერმა დაადასტურ და მისი კვალიც კი აღმოაჩინა ქალაქის პარკში». აქ საუბარია ვორონეჟში მდებარე პარკ «იუჟნიში» მომხდარ უცნაურ ფაქტზე, რომლის შესახებ ინფორმაცია, მთელს მსოფლიოში, ელვის სისწრაფით გავრცელდა.

EFE – ის (1939 წ. ესპანეთში შექმნილი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო) ინფორმაციით, «პარკის თავზე თავიდან დიდი ზომის სფერო, თუ მბზინავი დისკი შენიშნეს, რომელიც შემდეგ დაეშვა და იქიდან 2–3 არსება გამოვიდა, რომლებიც ადამიანებს ჰგავდნენ და კიდევ ერთი პატარა რობოტი». სააგენტო აღნიშნულ ინფორმაციას TASS-ზე დაყრდნობით ავრცელებდა, ხოლო ეს უკანასკნელი, «თვითმხილველების» მონაყოლს ეყრდნობოდა: «3-4 მ-ის სიმაღლის უცხოპლანეტელებს, ტანთან შედარებით, თავი პატარა ზომის ჰქონდათ — აცხადებდნენ ისინი». ეს კიდევ ერთი მოვლენა იყო ქვეყნისთვის, რომელიც ბოლო წლებში, ისედაც რთულ სიტუაციაში იმყოფებოდა და ამას ისც დაემატა, რისი დაჯერება ადვილი ნამდვილად არ იყო...

ჟურნალისტი და მწერალი დანიელ უტრილა შეეცადა, უფოლოგებისთვის ამ მნიშვნელოვან მოვლენაში, საფუძვლიანად გარკვეულიყო, ხოლო ჩატარებული კვლევის შედეგეგ წიგნი — «გარდაქმნის დროინდელი ჩემი ამო» გამოაქვეყნა. მასში აღდგენილია იმ დროინდელ სსრ კავშირში მიმდინარე მოვლენები. წიგნის ავტორმა არ დაიშურა არც დრო და არც ენერგია, იმ ჟურნალისტების, მეცნიერების და უფოლოგების მოსაძებნად, რომლებიც წლების წინ, ამო-სთან დაკავშირებულ ფაქტს აშუქებდნენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მისი მიდგომა მაგიური უფრო იყო, ვიდრე სამეცნიერო.

image
image
image«ეს წიგნი — მხოლოდ ყოფილ სსრ კავშირში მოგზაურობა კი არა, ჩემი საკუთარი ოდისეაც არის. მე გარდაქმნის პერიოდის ამო-ს ვეძებდი და ამავდროულად, ვეძებდი საკუთარ თავს. წიგნზე მუშაობისას, ბევრი რამ გავიგე ადამიანზე და დღევანდელ მსოფლიოში, მის ბედზე», — განაცხადა ჟურნალისტმა ინტერვიუში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამო სსრ კავშირში 1989 წელს გამოჩნდა, მაშინ, როდესაც კომუნისტურმა რეჟიმმა კრახი მთელს მსოფლიოში განიცდიდა: აღმ. ევროპაში დაინგრა ბერლინის კედელი, ავღანეთიდან საბჭოთა ჯარები გამოიყვანეს და სხვა... «ხოლო, მ. გორბოჩოვს მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდა შიდა პოლიტიკაში.... და სწორედ ამ დროს, ქვეყანაში სტუმრები ჩამოფრინდნენ. საოცარია, რომ სსრ კავშირმა უეცრად აღიარა, რომ ვორონეჟში ამო დაეშვა — რამაც შედეგად, წარმოუდგენელი არეულობა გამოიწვია», — წერს უტრილა.

ჟურნალისტის აზრით, კრემლის ჩინოვნიკები შეეცადნენ, საბჭოთა ხალხის ყურადღება, შიდა პრობლემებიდან, ამო-ს საშუალებით გადაეტანათ. მაგრამ, ხელისუფლებამ ვერ გათვალა, რომ ისტორია მეტისმეტად ხმაურიანი აღმოჩნდებოდა და ქვეყნის საზღვრებს გასცდებოდა. «თუ 1917 წელს, რევოლუციის შემდეგ, ფანტასტიკური ისტორიები ფერფლად იქცა და გაქრა, როდესაც 1989 წელს კომუნისტური რუსეთი აგონიაში იყო, უცნაური არსებები ისევ გამოჩნდნენ და ეს XX საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან უფოლოგიურ მოვლენად იქცა. მაგრამ, ამ ისტორიაში, უფრო მეტი კითხვა, ვიდრე პასუხი», — წერს დანიელ უტრილა.

imageimageimageimageimageimage
image






0
510
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
510
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0