თვეების მანძილზე, მთელი მსოფლიო აკვირდებოდა ამ ორი ადამიანის წინასაარჩევნო კამპანიას. ორივეს პრეზიდენტობა უნდოდა და ბრძოლაც დაუნდობელი იყო, მაგრამ ტრამპს და კლინტონს მხოლოდ პოლიტიკოსობა და ქვეყნის მართვის სურვილი არ აერთიანებს:
მათ საერთო წინაპრები ჰყავთ
როგორც კი საპრეზიდენტო კამპანია ბოლო ეტაპზე გავიდა და რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კამპანიაში ფინალისტები გამოვლინდნენ, ისტორიკოსებმა მაშინვე დაიწყეს მათი გენიოლოგიური ხის შედგენა და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ტრამპი და კლინტონი, ერთმანეთისთვის ბიძაშვილ – მამიდაშვილები არიან.
მკვლევარების დასკვნის თანახმად, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ჰილარი კლინტონის და აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საერთო წინაპრები ჰერცოგი ლანკასტერ I (ლანკასტერები (House of Lancaster) — ინგლისის სამეფო დინასტია (1399-1461 წწ.). პლანტაგენეტების სამეფო სახლის ერთ-ერთი შტო. მონაწილე მხარე ვარდების ომში, იორკების დინასტიის წინააღმდეგ. მათი სიმბოლო იყო წითელი ვარდი. ვიკიპედია) და მის მესამე ცოლი ეკატერინე სუინფორდი იყვნენ. აღმოჩნდა, რომ ჰილარი კლინტონის წინაპარი, ჰერცოგ ლანკასტერის შვილის, გრაფინია უესტმორლენდის ჯოან ბოფორდის შვილი იყო. ხოლო გრაფიმიას ძმა, დონალდ ტრამპის წინაპარს ენათესავება. ანუ ორივე პოლიტიკოსის წინაპრები ლანკასტერ I შვილები იყვნენ. ტრამპისა და კლინტონის გენიოლოგიურ ხეზე ასევე მოხვდნენ ინგლისისა და შოტლანდიის მეფეები, ხოლო მათი დიდი პაპა, მეცხრამეტე თაობაში – მეფე ედუარდ III (ინგლ. Edward III, ფრანგ. Édouard III Plantagenêt) (დ. 12 ნოემბერი, 1312, უინძორი — გ. 21 ივნისი, 1377, შინი) — ინგლისის და უელსის მეფე 1327-1377 წლებში. ვიკიპედია) იყო.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები, ერთის გარდა, ნათესავები არიან