ბოლო დროს, კომპანია Disney-ი სულ უფრო ხშირად იღებს საკუთარი ნახატი ფილმების რემეიკებს. წელს, დიდ ეკრანებზე უკვე გამოვიდა «დამბოს» ცოცხალი ვერსია, სულ მალე გამოვა «მეფე-ლომი» და «ალადინი».
ზოგიერთ რემეიქს მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს საწყის მასალაში, იმ დროს, როდესაც სხვები, ნახატი ფილმების თითქმის კოპირებულ ასლს წარმოადგენენ.
ქვემოთ გთავაზობთ ზოგიერთი ნახატი ფილმის პერსონაჟს და მათი კინოგმირების ფოტოებს. ნამდვილად გაკვირვებულები დარჩებით, ზოგ შემთხვევაში, მათი მსგავსებით და ზოგჯერ კი, — განსხვავებულობით.































...და, რა თქმა უნდა, პრინცესები:
რომელ გოგონას არ უოცნებია თავზე გვირგვინის მორგებაზე და ულამაზესი კაბის ჩაცმაზე? ბავშვურ ოცნებებში ბევრი ყოფილა კონკია, არიელი, ფიფქია... აქ წარმოდგენილ მსახიობებს, ნამდვილად გაუმართლათ და ოცნებები რეალობად ექცათ.
ძმები გრიმების ზღაპრის სახუმარო ეკრანიზაციაში — «ფიფქია: ჯუჯების შურისძიება» — პრინცესას როლს ლილი კოლენზი ასრულებს. მისი პერსონაჟი ძალიან ნაზი და ამავდროულად, უშიშარია. უნდა ითქვას რომ მსახიობმა როლს კარგად გაართვა თავი.

«ფიფქია და მონადირე», ნახატი ფილმის «ფიფქია და 7 ჯუჯის» კიდევ ერთი ვარიანტია. მასში ფიფქიას როლის შემსრულებელმა კრისტენ სტუარტმა, ფაქტიურად ჟანა დ’არკის როლი შეასრულა. მის მიერ შექმნილი მეომარი ფიფქიას სახე, ნამდვილად განსხვავდება ლილი კოლენზის მიერ შექმნილი კინოგმირისგან.



«მალეფისენტა» — «მძინარე მზეთუნახავის» კინოვერსიაა. ფილმში ავრორას როლს — 16 წლის ელ ფანინგი ასრულებს და მსგავსება კინოგმირსა და მის მულტიპლიკაციურ პროტოტიპს შორის, ნამდვილად რომ, სახეზეა.


ზღაპარი მშვენიერ ბელზე და საშინელ, მაგრამ კეთილ ურჩხულზე, ერთნაირად უყვართ როგორც ბავშვებს ისე უფროსებს. დღეისათვის, ნახატი ფილმის – «მზეთუნახავის და ურჩხულის», ორი ვერსია არსებობს — ფრანგული და ამერიკული.
2014 წელს გადაღებულ ფრანგულ ფილმში «ლამაზმან და ურჩხული», ლამაზმანის როლს ლეა სადუ თამაშობს. ხოლო, 2017 წელს ამერიკულ ვერსიაში – «მზეთუნახავი და ურჩხული», – ბელის როლში ემა უოტსონია.



არაერთი ფილმია გადაღებული ყველასთვის საყვარელი ზღაპრის – შაელ პეროს «კონკიას» მიხედვით. 2015 წელს ეკრანებზე ამერიკული ფილმი გამოვიდა, რომელიც 1950 წელს გადაღებული ნახატი ფილმის რემეიქი არის. ფილმში მთავარ როლს ლილი ჯეიმსი ასრულებს.

და რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია «კონკიას» ეკრანიზაციაზე ვისაუბროთ და 1973 წელს გადაღებული ფილმი – «3 კაკალი კონკიასთვის» არ ვახსენოთ. ფილმი გერმანია-ჩეხოსლოვაკიის ერთობლივი ნამუშევარია და მასში მთავარ როლს ჩეხი მსახიობი ლიბუშე შაფრანკოვა ასრულებს.
სულ მალე ეკრანებზე «ალადინის» ცოცხალი ვერსიაც გამოვა. ფილმის მსოფლიო პრემიერა, ამა წლის 24 მაისს არის დაგეგმილი.





