x
image
ციცი
Mediator image
ნინი ონიანი ოფიციალურად დაქორწინდა და გვარი შეიცვალა.
image
ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური და სკანდალური ქართველი მსახიობი და მოდელი ნინი ონიანი დაქორწინდა.


ნინი არაპროფესიონალი მსახიობია. ხელოვნებისადმი სიყვარულმა ფარმაცევტის პროფესიაზე უარი ათქმევინა, მიატოვა სწავლა და მსახიობობა დაიწყო. ონიანი პირველად ეკრანებზე ტელესერიალ "დეტექტივში" გამოჩნდა, სადაც სრულიად შიშველი წარსდგა მაყურებლის წინაშე. მიუხედავად მისი თამამი სცენებისა, ამ სერიალს ონიანისთვის პოპულარობა არ მოუტანია. ცნობადი ნინი კომედიური ჟანრის ქართული ტელესერიალიდან "ქალთა სახეებიდან" გახდა. თამამი და სექსუალური იმიჯის გამო ნინი ონიანი ხშირად ექცევა ყვითელი პრესის ფურცლებზე.
სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" მსახიობი დიდი აქტიურობით გამოირჩევა. აქვეყნებს საკმაოდ თამამ, სექსუალურ ფოტოებს. მასზე ბევრს ჭორაობენ და ხშირად ცნობილ ადამიანებთანაც აწყვილებდნენ.


რამდენიმე დღის წინ, 8 აგვისტოს ნინი ონიანმა სოციალური ქსელის "ფეისბუქის" პირად გვერდზე თავისი ნიშნობის შესახებ ამცნო საზოგადოებას და ბეჭდიანი ფოტოც გამოაქვეყნა.imageimage

ხოლო ახლა, თავისი ოფიციალური დაქორწინების ინფორმაციას და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, რომელშიც მას ქორწინების მოწმობა უჭირავს, სოციალურ ქსელში ავრცელებს წარწერით-"Just Married". მეგობრებს ვისაც არ სჯეროდა ნინის გათხოვების, ახლა უკვე ნამდვილად დაიჯერეს. უამრავ მილოცვებს იღებს წყვილი, კეთილი სურვილებით.imageimage

ნინი ონიანმა გათხოვების შემდეგ "ფეისბუქზე" გვარიც შეიცვალა, ახლა იგი ნინი მახვილაძეა. ხოლო მისი მეუღლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუ არ ჩავთვლით მხოლოდ მასთან ერთად გადაღებულ რამდენიმე ფოტოს.


imageimageimageimage

0
1313
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0